წარმოიდგინეთ, ახლახან დაიწყეთ ახალი სამსახური. შესაძლებელია, ოფისში თქვენი რეპუტაციის მოპოვებაა თქვენი საზრუნავი ან კოლეგებზე შთაბეჭდილების მოხდენა. რას ფიქრობენ თქვენზე – რომ ჭკვიანი და მეგობრული ხართ? ასეა თუ ისე, ყოველი ჩვენგანის ხშირი საზრუნავია, გარშემომყოფების თვალში საკუთარ იმიჯზე ზრუნვა.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ასე გვაწუხებს, თუ რას ფიქრობენ ადამიანები ჩვენზე, გახლავთ ის, რომ სიტუაცია შთაბეჭდილების მართვის საფუძველს ქმნის. მაგალითად, თუ თქვენი ვარაუდით, ახალი კოლეგა არაკომპეტენტურად მიგიჩნევთ პირველი პროექტის შეხვედრის დროს, შესაძლებლობა გეძლევათ გამოასწოროთ მსგავსი არასწორი აღქმა. ეს კი შეიძლება გაკეთდეს იმაზე ხაზგასმით, თუ რამდენად შეესაბამება თქვენი უნიკალური უნარები პროექტს, რომელზეც მუშაობთ. თუკი მის ასეთ წარმოდგენას ვერ შეამჩნევთ, ვერც მისი მოსაზრების შეცვლას შეძლებთ და რეალურ სურათში გაერკვევით. შედეგად, შესაძლოა, რეპუტაციულად იზარალოთ. იმის ცოდნა, თუ რა შთაბეჭდილებებს ვტოვებთ სხვებზე, საკვანძო ნაბიჯია პროფესიული და სოციალური ურთიერთქმედებების მართვაში.
ახლა, როდესაც ჰიბრიდულ სამყაროში ვცხოვრობთ, ასეტი ურთიერთქმედება შეიძლება მოხდეს ვიდეოჩართვისასაც. ასე რომ, თუ გაინტერესებთ, რას ფიქრობს თქვენი მენეჯერი და ამის გასაგებად პირადად შეხვედრა სჯობს თუ ონლაინ, ამ სტატიას მიჰყევით.
ჰასაგანი ტისერასა და მარი-კატრინ მინოს კვლევის მიზანი გახლდათ იმის შემოწმება, თუ რომელი ვარიანტი უფრო ეფექტურია ხოლმე. ამისათვის, 305 ადამიანს დააკვირდნენ ლაბორატორიაში Covid-19-ის პანდემიამდე (ოთხ ან რვა პერსონიან ჯგუფებად), ხოლო 555 ადამიანი Zoom-ის სესიაში ჩაერთო (3-9 ადამიანისგან შემდგარ მცირე ჯგუფებში). ყოველი მონაწილე სათითაოდ ხვდებოდა ახალ ადამიანებს რამდენიმე წუთის განმავლობაში. სულ 1,683 ცოცხალი და 3,068 Zoom უნიკალური ინტერაქცია შედგა.
ყოველი შეხვედრის შემდეგ, მონაწილეები აფიქსირებდნენ მოსაზრებებს, თუ როგორ აღიქვამდნენ ერთმანეთის პიროვნებას. მაგალითად, პასუხობდნენ კითხვებს: „რამდენად ინტელექტუალური მოგეჩვენათ ეს ადამიანი?“ რაც მთავარია, სთხოვეს შეეფასებინათ, თუ რა აზრის იყო მათი თანამოსაუბრე მათზე.
გამოდის, რომ ადამიანებს კარგად გამოსდით სხვა ადამიანების ამოცნობა ორწუთიანი ურთიერთობის შედეგადაც კი. რაც მთავარია, ისინი თანაბრად ზუსტები არიან პირველი შთაბეჭდილების შეფასებაში, რომელსაც ქმნიან Zoom-ზე ან პირადად. ორივე კონტექსტში, ადამიანებს შეეძლოთ გაეგოთ, კოლეგები მათ ჭკვიანებად ან მეგობრულებად თვლიდნენ თუ არა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანებს შეუძლიათ იცოდნენ, როგორ შეხვდნენ კოლეგები ან ახალი ნაცნობები Zoom-შიც და პირადადაც. Zoom-ში ურთიერთქმედება არ ამცირებს ადამიანების უნარს, აღიქვან საკუთარი რეპუტაცია. იმის ცოდნა, თუ როგორ შეხვდებით სხვას, ისეთივე სოციალურად მოგებიანია Zoom-ის ინტერაქციისას, როგორც ეს ხდება პირადად.
მთლიანობაში, რას ნიშნავს ეს ყოველივე თქვენს ახალ კოლეგებთან თქვენი შემდეგი ურთიერთობის კონტექსტში? პირადად, როდესაც საქმე შთაბეჭდილებების მართვას ეხება, ვიდეოკონფერენცია პირად შეხვედრაზე ნაკლებად ეფექტური არ იქნება. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც სოციალური შფოთვა ახასიათებთ, თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ ონლაინში, ვიდრე ცოცხალი შეხვედრისას.
დავუბრუნდეთ მთავარ კითხვას: სად სჯობს დაგეგმოთ თქვენი შეხვედრა Zoom-ში თუ პირადად, თუკი გსურთ შეაფასოთ, რას ფიქრობს კოლეგა თქვენზე სინამდვილეში? ამ კითხვაზე პასუხი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ თავად როგორ გრძნობთ თავს ურთიერთქმედების კუთხით და რამდენად გაწუხებთ ეს საკითხი. უმეტეს ჩვენგანს – თუნდაც ყველაზე სოციალურად თავდაჯერებულს – აქვს მომენტები, როდესაც ჩვეულებრივზე ოდნავ მეტად განვიცდით სოციალურ შფოთვას. ასეთ შემთხვევებში, Zoom-ში შეხვედრის ჩანიშვნამ შეიძლება გაათანაბროს შესაძლებლობები, რაც საშუალებას მოგცემთ გაიაზროთ სიტუაცია. საბოლოო ჯამში, Zoom-მა შეიძლება ყველას მისცეს თანაბარი პირობა, ადეკვატურად მართონ შთაბეჭდილება. ასევე, თუ გუნდის ხელმძღვანელმა იციას, რომ გუნდის ზოგიერთი წევრი შეიძლება განიცდიდეს უფრო მძაფრ სოციალურ შფოთვას, კონკრეტულ კონტექსტთან ან პიროვნებასთან მიმართებაში, შესაძლოა ამჯობინოს ვიდეოკონფერენციის დანიშვნა პერსონალური შეხვედრის ნაცვლად.
წყარო: HBR