თუ თქვენს გარემოცვაში მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეგიძლიათ ენდოთ, მის გვერდით მშვიდად, კარგად გაერთოთ, თამამად დალიოთ და ამასთან, სახლში ავტომობილით დაბრუნებაზეც არ ინერვიულოთ, მაშინ იღბლიანი ადამიანი ყოფილხართ, თქვენი ერთგული მეგობარი კი ნამდვილად დასაფასებელი. ორგანიზაცია French Road Safety-მ ასეთი თვისებების მქონე, წინდახედულ ადამიანს პირობითად სემი უწოდა და ყველა მათგანისთვის სარეკლამო ვიდეორგოლით მადლობის გადახდა გადაწყვიტა, რადგან სწორედ მათი დამსახურებაა შედარებით ნაკლები ავტოსაგზაო შემთხვევები. ორგანიზაციისთვის ამ ორიგინალური სამადლობელი ვიდეორგოლი სააგენტო La Chose-მა მოამზადა.











