in

მულტიფუნქციურ სივრცეში “რესპუბლიკა” ბენდ GusGus-ის გამოსვლა იგეგმება!

26 ოქტომბერს, თბილისი ბენდ GusGus-ს უმასპინძლებს. ელექტრონული მუსიკის ინოვატორები მსმენელთან შეხვედრას მულტიფუნქციურ სივრცე “რესპუბლიკაში” გამართავენ. GusGus ისლანდიური ელექტრონული მუსიკის პროექტია, რომელიც 1995 წელს დაარსდა. ბენდის მრავალფეროვანი მუსიკა ტექნოს, ჰაუსსა და ტრიპ-ჰოპის ელემენტებს მოიცავს. GusGus-ს, მოღვაწეობის მანძილზე, 9 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. მათ ნამუშევრებს შორისაა მუსიკალური პროექტების Björk, Depeche Mode-სა და Moloko-ს რემიქსები. “რესპუბლიკაში” GusGus-ის ახალი ალბომის წარდგენა და შთამბეჭდავი აუდიო-ვიზუალური შოუ იგეგმება.

BOG
BOG

ბილეთები:
I კალათა – 40 ლარი
II კალათა – 60 ლარი
III კალათა / კარზე – 80 ლარი

დამატებითი ინფორმაცია:

თიბისი სტატუსის კლიენტებისთვის მოქმედებს 10%-იანი “ქეშ ბექი”.
Club Iveria კლუბის სილვერ/Silver წევრებს 20%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ სარგებლობა.
ინფორმაციისთვის დაუკავშირდით Club Iveria-ს მომსახურების ცენტრს: +995322907777
დეპოზიტური მაგიდის დასაჯავშნად, დაუკავშირდით ორგანიზატორებს: +995599969031, +995599425555, +995577222223

[R]

5 მარტივი რჩევა იმისთვის, რომ თანამშრომელი იყოს ბედნიერი

ზაზა ფაჩულია და ლაშა ტალახაძე “არქის” კამპანიაში!