in

ამერიკული რესტორნები მომხმარებლებს თავიანთ ფლეილისტებსა და ინტერიერის ფონებს ვირტუალურად სთავაზობენ

კაფესა და რესტორნებში ჯდომა მხოლოდ, გემრიელი კერძის მირთმევის გარდა, სასიამოვნო მუსიკასა და კომფორტული გარემოს გამოც გვიყვარს. სამწუხაროდ, ბოლო კვირების განმავლობაში, ამის შესაძლებლობა არ გვეძლევა. პანდემია სარესტორნო სფეროს მუშაობაზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დრამატულად აისახა და კვების ობიექტები არსებულ რეალობასთან გამკლავების გზებს კვლავაც ეძებენ. მაგალითად, სანამ ამერიკული რესტორნების ქსელები მომხმარებლებს საკუთარ სივრცეებში ვერ მასპინძლობენ, მათმა მიტანის სერვისმა DoorDash ახალი ექსპერიმენტული პროგრამა The Lunchroom შექმნა, რომელიც მომხმარებლებს რესტორანში ყოფნის შეგრძნებას უქმნის.

კომპანიამ, ამერიკულ რესტორნებთან (Auntie Anne’s, The Cheesecake Factory, Baskin Robbins, Cracker Barrel, Outback Steakhouse, McDonald’s და სხვები) პარტნიორობით, ვიდეოჩატისთვის მათი ინტერიერის ფონები და Spotify ფლეილისტები შექმნა, რაც მომხმარებლებს ნაწილობრივ მაინც აბრუნებს საყვარელ კაფეებსა და რესტორნებში. ფონებსა და ფლეილისტებზე წვდომა DoorDash-ის ვებგვერდიდან და Snapchat-დან არის შესაძლებელი.

ორგანიზაციული კულტურა ვირუსის დროს და ვირუსის შემდეგ – ნინო მაისურაძე

ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას, დღეს, წარადგენენ