„ბორჯომი“, როგორც სუფრისა და კულინარიული კულტურის განუყოფელი ნაწილი, აგრძელებს გასტრონომიის მიმართულების განვითარებას და მომხმარებელს უნიკალურ ციფრულ გამოცდილებას – რესტოგიდს სთავაზობს.
რესტოგიდი წარმოადგენს ციფრულ გზამკვლევს, რომელიც „ბორჯომის“ მიერ შექმნილი პირველი საერთაშორისო გასტრონომიული პორტალის, გასტრო გიდის, ფარგლებში შეიქმნა. პლატფორმა გურმანებს საშუალებას აძლევს აღმოაჩინონ კვების ობიექტები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. „ბორჯომი“ ამ გზამკვლევით რეკომენდაციას უწევს რესტორნებს, კაფეებსა და ბარებს, წარადგენს მათ გამორჩეულ კერძებს, შეფ-მზარეულებს და მომხმარებლებს მდიდარ გასტრონომიულ გამოცდილებას უზიარებს.
გასტრო გიდი, როგორც პირველი საერთაშორისო გასტრონომიული პორტალი, კომპანია „ბორჯომმა“ 10 წლის წინ რეგიონალური ტურიზმისა და ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით შექმნა. წელს კი პლატფორმას სრული ვიზუალური და ფუნქციური რებრენდინგი ჩაუტარდა, რითაც ის ნამდვილ გლობალურ გასტრონომიულ ჰაბად იქცა, ხოლო მისი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ახალი მიმართულება გახდა რესტოგიდი.
აღმოაჩინე გამორჩეული რეცეპტები, ადგილები და გემოები „ბორჯომის” გასტროგიდის ახალ ვებგვერდზე: https://gastroguide.borjomi.com/ka
[R]










