როგორც წესი, ბავშვები რესტორნებში თავს კომფორტულად და თავისუფლად ვერასდროს გრძნობენ. მათთვის არც გარემოა ხოლმე შესაფერისი და არც მენიუ. სწორედ ამიტომ, ბავშვთა გასართობმა ცენტრმა HopLop, გადაწყვიტა ისეთი რესტორანი გაეხსნა, სადაც პატარები თავს თავისუფლად და კარგად იგრძნობდნენ, ანუ რესტორანი მხოლოდ ბავშვებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ სეგმენტი ცოტა უჩვეულოა, რესტორანი ყველა სტანდარტების დაცვით არის შექმნილი და არაფრით ჩამოუვარდება მაღალი კლასის ელიტურ დაწესებულებებს. განსხვავება მხოლოდ გარემოშია. მომსახურე პერსონალი ბავშვებს ისე ხვდება, როგორც მათ გაუხარდებათ. მენიუც მთლიანად პატარებზეა მორგებული და გარდა ამისა, მათ თავადაც შეუძლიათ შექმნან საკუთარი გემოვნებით კერძები, თან უსაფრთხოებაც მაღალ დონეზეა. ასე რომ, მშობლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაჯავშნონ რესტორანი მათი შვილებისთვის, მიიყვანონ ისინი ადგილამდე და შემდეგ ბავშვებსაც მისცენ გართობის საშუალება და თავადაც დაისვენონ.