თბილისის გასტრონომიულ რუკაზე ახალი აუცილებლად მოსანახულებელი ადგილი გაჩნდა.
რესტორანი „ბელმონდი” შეფი კონსტანტინე თედელურისგან გურმანებს სრულიად ახალ გამოცდილებას უმზადებს. მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი გასინჯული გაქვთ და უკვე ვერცერთი კერძი გაგაოცებთ, გვერწმუნეთ, რომ აქ ყოველ ჯერზე ახალი კულინარიული თავგადასავლები გელოდებათ და „ბელმონდიც“ თქვენი საყვარელი ადგილი გახდება.
რესტორნის მენიუ სპეციალურად შეფი კონსტანტინეს მიერ არის შედგენილი და იგი ექსკლუზიური კერძების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რომელთა დაგემოვნებასაც მხოლოდ „ბელმონდში“ შეძლებთ. თამამი გემოები და მოულოდნელი კომბინაციები რესტორნის ხელწერა იქნება.


აქ თითოეული კერძი ქართული სამზარულოს ბაზაზე ოსტატურად არის შექმნილი. „ბელმონდში“ აღმოაჩენთ ისეთ კერძებს, როგორიცაა: მწვანე აჩმა; ლაზანია, როგორც აჯაფსანდალი და მრავალი სხვა.
გარდა დაუვიწყარი გემოებისა, ყურადღებას იქცევს კერძების ვიზუალური პრეზენტაციაც, რაც გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ „ბელმონდში“ თითოეული კერძი ხელოვნების ნიმუშია, რომლის უკანაც გამოცდილი და პროფესიონალი მზარეულები დგანან. ისინი კერძებს თქვენთვის მთელი გულითა და მონდომებით ამზადებენ, რაც შედეგად თვალისმომჭრელი სილამაზისა და კიდევ უფრო გასაოცარი გემოს ყველაზე ჰარმონიულ კომბინაციას იძლევა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია რესტორნის უნიჭიერესი კონდიტერების მიერ ხელით, საგულდაგულოდ მომზადებული დესერტების არჩევანიც.


„ბელმონდში“ კულინარიული შედევრები მხოლოდ უმაღლესი ხარისხისა და ყოველთვის ახალი ინგრედიენტებისგან მზადდება, რაც საკვების უმაღლეს ხარისხსა და საუცხოო გემოს უზრუნველყოფს.
რესტორანში ღია სამზარეულო ფუნქციონირებს, სადაც შეგიძლიათ თვალი ადევნოთ, თუ როგორ ფუსფუსებენ მზარეულები კულისებს მიღმა.
„ბელმონდი“ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, პეკინის 30 ნომერში მდებარეობს. ადგილზე დახვეწილი ინტერიერი და ინსპირაციული გარემო დაგხვდებათ, სადაც სიამაყით შეგიძლიათ უმასპინძლოთ განსაკუთრებულ სტუმრებს, აღნიშნოთ სპეციალური თარიღები ახლობელ ადამიანებთან, გაატაროთ დრო მეგობრებთან ერთად ან უბრალოდ საკუთარ თავს გასტრონომიული დღესასწაული მოუწყოთ. მე-12 სართულიდან ქალაქის შთამბეჭდავი ხედებიც იშლება.



„ბელმონდის ღირებულება იმ იდეას ეფუძნება, რომ კულინარია ხელოვნებაა, რომელიც ადამიანებს გვაერთიანებს. ამის გამო თითოეულ კერძში მთელი ჩვენი სიყვარული და კრეატიულობა იდება“ – შეფი კონსტანტინე თედელური.
რესტორან ბელმონდის კარი უკვე ღიაა კულინარიული ენთუზიასტებისთვის. მენიუში ყველა გემოვნების ადამიანი აღმოაჩნს თავის საყვარელ გემოს. შეფი კონსტანტინეს გემოების თამაში კი ნამდვილად გაგაოცებთ.
მაგიდის დაჯავშნა შესაძლებელია ონლაინ: belmond.resos.com/booking ან ერთი დარეკვით ნომერზე: 557 555 444.
[R]











