რესტორანში ვახშმობა უკვე ნაღდი ანგარიშსწორებისა და პლასტიკური ბარათის გარდა, გარბენილი კილომეტრების ხარჯზეცაა შესაძლებელი. ეს უცნაური კამპანია სპორტულ ბრენდ Kalenji–ს ეკუთვნის, რომელიც ახალი ბოტასის გამოსვლასთან დაკავშირებით ხორციელდება.
კომპანიამ ცნობილ რესტორანთან დაიწყო თანამშრომლობა, ხოლო ფეხსაცმლის ყუთებზე განათავსა ჰეშთეგი #EatYourRun და რესტორნის მენიუ, რომელშიც ჩამოთვლილია სხვადასხვა კერძები მათი კილომეტრული ღირებულებით. გარბენილი კილომეტრები ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია დააგროვოს ბოტასის შეძენის შემდეგ შეუძლია და საღამოს არაჩვეულებრივ რესტორანში გემრიელად მიირთვას.
ამ ბოლო დროს, ბრენდები ხშირად იყენებენ გადახდის ალტერნატიულ მეთოდებს. ცოტა ხნის წინ შემოგთავაზეთ პოსტი Hostel–ზე, სადაც ცხოვრების საფასურის ნაცვლად, მომხმარებელს გემრიელი კერძების მომზადება შეეძლო.











