in

მეცნიერებმა უსინათლო თაგვებს მხედველობა დაუბრუნეს!

მსგავსად, ადამიანებში მკურნალობის ახალი გზაც შეიძლება მივიღოთ…

ტვინის ადაპტირების უნარი ნეირომეცნიერების გაოცებას კვლავ განაგრძობს — მკვლევრებმა აღმოაჩინეს გზა, რომლითაც ბრმა თაგვებში მხედველობის აღდგენაა შესაძლებელი, მიუხედავად მღრღნელების შედარებითი სიმწიფისა. 

M2
M2

თაგვები ადამიანის თვალის იშვიათი დარღვევის მოდელირებას წარმოადგენდა, რომელიც ლებერის თანდაყოლილი ამავროზის სახელით არის ცნობილი. ეს ადამიანს დაბადებიდანვე ახლავს და სიბრმავეს ან მხედველობის მნიშვნელოვან დაქვეითებას იწვევს. 

როგორც ჩანს, მემკვიდრეობითი მდგომარეობა ბადურასა და მისი სინათლის აღქმის უნარებთან დაკავშირებულ ათეულობით გენის რომელიმე მუტაციით არის გამოწვეული. მკვლევრები კი ამ დარღვევასთან გამკლავებას უკვე მრავალი წელია ცდილობენ. ზოგიერთი სტრატეგია ბადურას იმპლანტანტებს, გენის რედაქტირების ინტერვენციებსა და წამლებით მკურნალობას მოიცავს.

ხოლო შემდეგ გაჩნდა იდეა, რომლის მიხედვითაც ძუძუმწოვრების მხედველობის აღდგენა არც ისეთი რთული შეიძლება იყოს, როგორც ფიქრობდნენ… ამის დასამტკიცებლად კი მკვლევრებმა სინთეზური რეტინოიდი 7 დღის მანძილზე ბადურს გადაგვარებით დაბადებულ ზრდასრულ თაგვებს მიაწოდეს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკურნალობა წარმატებული იყო, რადგან ცხოველების სინათლეზე მგრძნობელობა ნაწილობრივ და მათი ტიპური სინათლეზე ორიენტირებული ქცევა 27 დღის მანძილზე აღდგა. ხოლო მკურნალობიდან 9 დღის შემდეგ მხედველობის ქერქში ოპტიკური ნერვის მიერ უფრო მეტი ნეირონიც გააქტიურდა. 

მიღებული შედეგები კი იმაზე მეტყველებს, რომ ცენტრალური ვიზუალური გზა, რომელიც ინფორმაციას თვალიდან ვიზუალურ ქერქს აწვდის, შესაძლოა, რეტინოიდული მკურნალობით მნიშვნელოვნად აღდგეს. თუნდაც, ზრდასრულ თაგვებში.

„გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ გაოგნებული ვიყავით იმით, თუ როგორ გადაარჩინა მკურნალობამ მხედველობაში ჩართული ტვინის სქემები. მხედველობა იმაზე უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე ხელუხლებელი და მოქმედი ბადურაა. თვალიდან იწყება, რომელიც სიგნალებს მთელ ტვინში აგზავნის. თავის ტვინის ცენტრალური სქემებია სწორედ ის ადგილი, სადაც ვიზუალური აღქმა ჩნდება, — ამბობს სუნილ განდი, ნეირობიოლოგი.

მართალია, კვლევა მხოლოდ თაგვებზე ჩატარდა, მაგრამ ნეირომეცნიერები ფიქრობენ, რომ მიღებული შედეგები ადამიანის მხედველობის სისტემის აღდგენისთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფიქრობენ, რომ თუ ბავშვი ბრმა დაიბადება, არ ნიშნავს იმას, რომ მისი მხედველობის აღდგენას ვერასდროს შევძლებთ. 

„მკურნალობის შემდეგ დაუყოვნებლივ, მოპირდაპირე თვალიდან მოსულმა სიგნალებმა, რაც დომინანტურ გზას წარმოადგენს თაგვებში, ტვინში ორჯერ მეტი ნეირონი გაააქტიურა. კიდევ უფრო დამაფიქრებელი კი ის იყო, რომ სიგნალები, რომლებიც თვალის იმავე მხრიდან მოდიოდა, მკურნალობის შემდეგ ტვინში ხუთჯერ მეტ ნეირონს ააქტიუებდა და ეს შთამბეჭდავი ეფექტი ხანგრძლივიც იყო. მიღებული შედეგები კი ახალ კონცეფციას გვთავაზობს, რომლის მიხედვითაც არსებობს ლატენტური პოტენციალი, რომელიც მხოლოდ გააქტიურებას ელოდება, — განმარტავს განდი. 

Microsoft Designer ვიზუალებს AI-ს მეშვეობით შექმნის — Canva-ს ახალი კონკურენტი

14 ოქტომბერს! ხინკლის დაბადების დღის დიდი დაბრუნება!