in

ბრიტანეთმა კიდევ ერთი რეკლამა დაბლოკა, გენდერული სტერეოტიპების გამო

სარეკლამო სტანდარტების ბრიტანულმა მარეგულირებელმა ASA კიდევ ერთი სატელევიზიო რეკლამა აკრძალა. ვიდეორგოლი პერსონალური კომპიუტერების მიმართულებით მომუშავე კომპანია PC Specialist-ს ეკუთვნოდა. მარეგულირებელმა რეკლამაზე რვა საჩივარი განიხილა, რომლებიც ვიდეორგოლში სტერეოტიპულ პრობლემაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. საჩივრების მიხედვით, რეკლამა ამყარებდა მოსაზრებას, თითქოს ტექნოლოგიებითა და კომპიუტერებით მხოლოდ მამაკაცები ინტერესდებიან.

BOG

 

ვიდეორგოლში რამდენიმე მამაკაცი მონაწილეობს, რომლებიც კომპანიის პროდუქციას მოიხმარენ. რეკლამის სუბტიტრიც ასეთია: გზის ბოლო, თავისუფლების დასაწყისია, არჩევანის თავისუფლება. ესაა მოთამაშეების, რედაქტორების, მუსიკის შემქმნელების, პროგრამისტების, ილუსტრატორების ამბოხება. როგორც კომპანიაში განმარტეს, რეკლამის მთავარი გმირები ბრენდის სამიზნე სეგმენტს წარმოადგენენ. მათ მომხმარებლების 87.5% შორის 15-დან 35 წლამდე მამაკაცები არიან. რეკლამის გავრცელება უკვე შეჩერებულია.

რეკლამები, რომლებიც გენდერული სტერეოტიპების გაღრმავებას უწყობენ ხელს ან სერიოზული ან ფართომასშტაბიანი დანაშაული შეიძლება გამოიწვიოს, დიდ ბრიტანეთში 2019 წლის ზაფხულიდან აიკრძალა. რეგულაციაზე მუშაობა რეკლამის სტანდარტების ორგანიზაციამ ASA აიღო საკუთარ თავზე.

ნუ წუწუნებთ თანამშრომლებზე, მათ ზურგს უკან

რა გვჭირდება იმისთვის, რომ კარგი პრეზენტაცია გავაკეთოთ?