იმის მიუხედავად, მოგწონთ თუ არა რეზიუმეების შედგენა, მათი გაგზავნა მაინც აუცილებელია ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთებისას. რეზიუმეს აქვს კონკრეტული ტაქტიკური როლი თქვენთვის – მან უნდა მოგახვედროთ გასაუბრებაზე. თქვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ ის ხაზს უსვამდეს თქვენს უნარს მოცემული სამუშაოს შესასრულებლად.
არსებობს უამრავი რჩევა, თუ როგორ ააწყოთ კარგი რეზიუმე, მაგალითად: გაუადვილეთ რეზიუმეს წაკითხვა, ფოკუსირდით შესაბამის უნარებზე და ჩართეთ საკვანძო სიტყვები სამუშაოს აღწერილობიდან. რჩევებს შორის ნაკლებადაა ხაზგასმული ის, თუ რას უნდა აარიდოთ თავი. მაგრამ იმ საერთო შეცდომების აღქმა, რომლებსაც კანდიდატები უშვებენ და ის, თუ როგორ დაძლიონ ისინი, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც იმის ცოდნა, თუ რა აქცევს რეზიუმეს გამორჩეულად. ეს გამოგარჩევთ თქვენი კონკურენტებისგან და გასაუბრებისას დაგეხმარებათ.
შეუსაბამო სამუშაო გამოცდილების მითითება
მიუხედავად იმისა, რომ თქვენი წარსული სამუშაო გამოცდილება მნიშვნელოვანია და გაქცევთ ისეთად, როგორიც ხართ, ყველა მათგანი არ უნდა მიუთითოთ თქვენს რეზიუმეში. ფოკუსირება გააკეთეთ იმაზე, რაც ეხება გამოცხადებულ ვაკანსიას.
თუ გსურთ, მაგალითად, მარკეტინგული პოზიციაზე განაცხადის გაკეთება და თქვენი სამუშაო გამოცდილება მოიცავს მოლარეს, ძიძისა და ტექნიკურ კომპანიაში მარკეტინგის განყოფილებაში სტაჟირებას – მხოლოდ ეს ბოლო როლი მიუთითეთ. თუ კარგ გამოცდილებას რეზიუმეს ბოლოში მოაქცევთ, მას ნაკლებად შეამჩნევენ.
დაამატეთ სხვა გამოცდილება ცალკე კატეგორიის ქვეშ, სახელწოდებით „დამატებითი სამუშაო გამოცდილება“ ან სექცია, რომელიც ხაზს უსვამს მოხალისეობრივ აქტივობებს და ასახავს იმ უნარებს, რომლებიც შეიძლება გამოიყენოთ ამ როლში.
შეარჩიეთ ბოლოდროინდელი აქტივობები ან სამსახური. მაგალითად, თუ 10 წლის წინ სასკოლო კონკურსის ფინალისტი იყავით, ეს შეიძლება დღეს არც ისე აქტუალური იყოს.
შეცდომაა დროის დაკარგვა რეზიუმეს ვაკანსიაზე მორგებაში
შეიძლება გსმენიათ რჩევა „მოარგეთ თქვენი რეზიუმე თითოეულ როლს, რომელზეც მიმართავთ“. მიუხედავად იმისა, რომ თქვენთვის სასარგებლოა თქვენი რეზიუმეს კორექტირება, რათა უკეთ შეესაბამებოდეს სამუშაოს აღწერილობას, თქვენი რეზიუმეს ზედმეტად დარეგულირება ყველა აპლიკაციისთვის შეიძლება დროის კარგვა იყოს – და საბოლოოდ შეანელოს ძიების პროცესი. ეს განსაკუთრებით ეხება იმ შემთხვევას, თუ თქვენ ორიენტირებული ხართ კონკრეტული პოზიციის დაკავებაზე, რომელსაც აქვს სტანდარტული სამუშაოს სახელწოდება, როგორიცაა „მარკეტინგის კოორდინატორი“, „გაყიდვების ასოცირებული“ ან „ადმინისტრაციული ასისტენტი“.
გადატვირთული დიზაინი
თქვენი რეზიუმე იქნება ერთ-ერთი ათეულებიდან ან ასეულებიდან, რომლებსაც დამსაქმებელი და HR მენეჯერი ნახავს. ისინი (ან AI ხელსაწყო) დახარჯავენ სულ რამდენიმე წამს CV-ის სკანირებაში, სანამ გადაწყვეტენ, გადაგიყვანონ თუ არა ინტერვიუს ეტაპზე. ძალიან ხშირად, ვაკანსიის კანდიდატები შეცდომას უშვებენ, ქმნიან კრეატიულ დიზაინს, რაც ართულებს მათ ამოკითხვას.
შეგიძლიათ გააადვილოთ რეკრუტერის სამუშაო თქვენი რეზიუმეს პირდაპირი და კარგად ორგანიზებული განლაგებით. თუ თქვენ ხართ დამწყები განმცხადებელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს რეზიუმეში გასათვალისწინებელი, მოცულობა ერთი გვერდი იქნება. ხუთ ან 10 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილების მიღების შემდეგ, ორგვერდიანი რეზიუმეს ქონა ნორმალურია და ხშირად, აუცილებელიც.
ახალბედას შთაბეჭდილება
რეზიუმეს გაცნობისას ყურადღებას აქცევენ თქვენი ელ.ფოსტის მისამართს. ზოგიერთ ელფოსტას აქვს სასაცილო ან შეურაცხმყოფელი შინაარსი, ზოგი შეიცავს რიცხვებს, სადაც განმცხადებლის დაბადების დღეა მითითებული, ზოგი კი შემთხვევითი ასოებისა და რიცხვების ნაკრებია.
შეიძლება თვლით, რომ ელექტრონული ფოსტის მისამართი არ არის დაკავშირებული სამუშაოსთან, მაგრამ ის რაღაცას ამბობს იმ ძალისხმევის შესახებ, რომელიც კანდიდატმა დახარჯა რეზიუმეს წერისას. ელ.ფოსტის მისამართის შექმნა უფასოა და შეგიძლიათ შექმნათ ახალი, რომელსაც გამოიყენებთ პროფესიული საქმიანობისთვის, როგორიცაა ვაკანსიაზე განაცხადი.
წყარო: HBR