ჭკვიანი ანტრეპრენერები ყოველთვის ეძებენ უპირატესობას. წელს, სამუშაო ძალის უკმარისობის, მომარაგების ქაოსისა და მომხმარებლის ქცევის ცვლილების პარალელურად, ეს უნარი მათ განსაკუთრებით სჭირდებათ. ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებსა და საერთო ჯამში, ავტომატიზაციას სტრესის შემსუბუქება შეუძლია. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ციფრული გადახდა ან რობოტის საშუალებით დასუფთავებაც კი. ადამიანები ავტომატიზაციას ეჭვის თვალით უყურებენ, ზოგი თვლის, რომ ტექნოლოგიები ადამიანებს სამუშაოს ართმევენ. „წართმევა“ ხმამაღალი ნათქვამია, რეალურად, ამ მდგომარეობას უფრო „შემსუბუქება“ შეეფერება. ავტომატიზაციის სფეროს განვითარების პარალელურად, გიამბობთ სამ ტექნოლოგიურ ტენდენციაზე, რაც 2022 წელს უნდა გაითვალისწინოთ.
საფასო ტექნოლოგია
ცვალებად ბაზარზე ოპერირებისას, დაგჭირდებათ ტექნოლოგია, რომელიც ფასებისა და მარაგების მართვაში დაგეხმარებათ. ხშირი ცვლილებების გამო, გამოიყენეთ ელექტრონული საფასო ნიშნები მაღაზიის ფასების რეგულარულ კონტროლში შეგიწყობთ ხელს. ასევე, იზრდება მოთხოვნა ისეთ ტექნოლოგიებსა და ალგორითმებზე, რომლებიც პერსონიზებულ ფასწარმოქმნას უკავშირდება, მაგალითად, აქციებს მომხმარებელთა კონკრეტული სეგმენტისთვის.
Headless ინსტრუმენტები
Headless ტექნოლოგია მიეკუთვნება ისეთ პროგრამულ არქიტექტურას, რომელიც ძირითადი კომერციული ფუნქციებისგან (გადახდების დამუშვება, მარაგების მართვა და შიდა პროგრამული უზრუნველყოფა) მიჯნავს იმას, თუ რას ხედავს კლიენტი. ტექნოლოგია პროდუქციის სხვადასხვა განსხვავებულ პლატფორმაზე გაყიდვის მარტივ საშუალებას იძლევა. ესაა სხვაობა გამყიდველის ვებგვერდიდან პირდაპირ ყიდვასა და სხვადასხვა პლატფორმის, მაგალითად, TikTok-ის, Pinterest-ის თუ სხვა აპლიკაციის დახმარებით შეძენას შორის. მომხმარებლები ყიდულობენ ონლაინ სხვადასხვა სივრცეში – Facebook-ზე, Instagram-ზე… არ აქვს მნიშვნელობა, სად მოხდება ეს, მთავარია თქვენს მომხმარებელს დახვდეთ იქ, სადაც თავად სტუმრობს და მიიპყროთ მისი ყურადღება.
ჭკვიანი კალათა
როდესაც ბიზნესების უმეტესობას ესმის POS-ტერმინალის ცნება, მათ Amazon Go ახსენდებათ, სადაც სალარო საერთოდ არ არის. ბიზნესისთვის მართლაც იქნება საჭირო ისეთი ტექნოლოგია, როგორიც ჭკვიანი კალათაა. მაღაზიათა ქსელში Kroger მართლაც ნახავთ კალათებს, რომლებიც ჩაშენებული სასწორითა და კამერითაა აღჭურვილი. მისი საშუალებით, შეგიძლიათ დაასკანეროთ პროდუქტები, დააჯამოთ, გადაიხადოთ და თვითმომსახურების საშუალებით, დიდი დროც დაზოგოთ.
წყარო: inc.