ევროკავშირის ბაზრებზე იმპორტის პროცესში, ქართული ღვინისთვის ახალი ეტაპი დაიწყო 2023 წლის 8 დეკემბრიდან. ამ თარიღიდან მოყოლებული, ევროკავშირის ქვეყნებში ქართული ღვინის იმპორტი საჭიროებს სპეციალურ ფორმასა და QR კოდს.
Retain-მა ამ მოთხოვნის საპასუხოდ შექმნა ეფექტური გადაწყვეტილება. დღეისათვის კომპანიის QR კოდები უკვე დატანილია 150-ზე მეტი მეღვინეობის სხვადასხვა სახეობის ღვინოზე და წარმატებით გზავნიან პროდუქციას 14 სხვადასხვა ქვეყანაში.
კომპანიას აქვს ახალი ინიციატივა – Retain-მა მიიღო გადაწყვეტილება, ეს აუცილებელი სერვისი სრულიად უფასო გახადოს. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ მეღვინეს, რომელსაც თავისი პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანა სურს, შეუძლია მიიღოს შეუზღუდავი რაოდენობის უვადო QR კოდი და შესაბამისი მოთხოვნის ფორმა ყოველგვარი საფასურის გარეშე.
დაინტერესებულ მეწარმეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ კომპანიას ნომერზე: +995 597 20 10 07.
[პარტნიორის კონტენტი]