სწრაფად ცვალებადმა ციფრულმა სამყარომ და მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ მსოფლიოში შეცვლილი დღის წესრიგი და შესაბამისად, ახალი მარკეტინგული მოთხოვნებია.
დღესდღეობით, ისე როგორც არასდროს, მომხმარებლებისთვის პროდუქტის სწორი გზით შეთავაზება, კომპანიებისთვის მთავარ გამოწვევად იქცა.
ახალი პროდუქტი Retainly სწორედ ის მარკეტინგული ავტომატიზაციის ინსტრუმენტია, რომელიც საშუალებას იძლევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაზარდოს ორგანიზაციებისთვის მომხმარებელთა რაოდენობა.
Retainly შეიქმნა 2022 წელს უკრაინაში, კომპანია Newage.io-ს ბაზაზე. ის პატარა და საშუალო ბიზნესებისთვის Salesforce და HubSpot -ის ალტერნატივას წარმოადგენს, რომელიც ერთი პროგრამის საშუალებით ძირითად მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებს.
კომპანია Newage.io ოპერირებს უკრაინაში, პოლონეთში, კვიპროსსა და საქართველოში. 4 ოქტომბერს კი საქართველოს ბაზარს ახალი პროდუქტი Retainly შეემატება.
პროდუქტის წარდგენა 4 ოქტომბერს სასტუმრო ROOMS Hotel ში იგეგმება. ღონისძიება 11:00 საათიდან 15:30 საათამდე გაგრძელდება.
Retainly – ის წარადგენს Newage.io -ის დამფუძნებელი გიორგი ალექსიძე.
პრეზენტაციას გაუძღვება პროდუქტის მენეჯერი სანჯულიან ნისსი.
ასევე, პრეზენტაციის ფარგლებში Retainly ის მარკეტინგის ხელმძღვანელი ოლჰა ოლიფირენკო ისაუბრებს 2023 წლის მარკეტინგის ავტომატიზაციის ტენდენციებზე და ამ დარგის ინსტრუმენტების არასტანდარტული გამოყენების გზებზე.
ამასთან, ღონისძიებაზე მოწვეულ მარკეტერებს, საშუალება ექნებათ პროდუქტის დემონსტრაციას დაესწრონ და საკუთარი კომპანიების ფარგლებში სატესტო ვერსიით ისარგებლონ.
Retainly-ის სამიზნე ინდუსტრიებია:
- Retail
- iGaming
- iCommerce
- Horeca
- Fintech
გარდა ამისა, ღონისძიებაზე უახლესი მარკეტინგული ტრენდების განხილვაა დაგეგმილი.
მარკეტინგული ტენდენციები, ციფრული გადაწყვეტილებები და მათი გავლენა ქართულ ბიზნესზე, ის ძირითადი თემებია, რის შესახებაც დარგის წამყვანი ექსპერტები ისაუბრებენ: გაგა დარსალია (Redberry), ეკა ყიფიანი (JWT Metro), ნიკა ჯინჭველაძე (Leavingstone).
რეგისტრაციისთვის საჭიროა გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე.
#RetainlyLaunchGeorgia #marketingautomation #retentionstrategies #conference #customerengagement
[პარტნიორის კონტენტი]