in

Rethink, ანუ „დაინახე ახლებურად“ – BDO-ს გლობალური მოდელი ბიზნესისთვის

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ როგორ შეიცვალა მსოფლიო, გადაფასდა მოვლენები და ღირებულებები, შეიცვალა ადამიანების ქცევა და ის, რაც შესაძლოა მხოლოდ ფილმის სიუჟეტად წარმოგვედგინა, დღეს თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობაა. მართალია, მსოფლიოს მაჯისცემა ერთი მიზეზით შეიცვალა, მაგრამ გამოწვევები, რომელთა წინაშეც აღმოვჩნდით, სხვადასხვა ბიზნესისთვის, დროის და ზემოქმედების ხასიათის თვალსაზრისით, განსხვავებულია. ბიზნესისთვის კრიტიკული გახდა უწყვეტობის შენარჩუნება, მოცემულობამ ახალ რეალობასთან მორგება მოითხოვა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ცვლილებებთან ადაპტირების სისწრაფე. სწორედ ამ ეტაპზე, BDO-მ  ნაცნობი თემების ახლებურად დანახვის გლობალური კამპანია Rethink დაიწყო, რომლის მიზანია სხვადასხვა სექტორში მოქმედ, განსხვავებული მასშტაბის კომპანიებს დაეხმაროს წარმატებით გადაეწყონ ახალ რეალობაში.

BOG
BOG

Rethink-ის კონცეფცია არის 3 ეტაპისგან შემდგარი პრაქტიკული მოდელი, რომელიც კომპანიებს ეხმარება არამხოლოდ ადაპტირდნენ ახალ რეალობაში, არამედ სწორად გააანალიზონ პანდემიის რომელ ეტაპზე, რა პრობლემამ შეიძლება იჩინოს თავი და რა გზებით შეიძლება მასთან გამკლავება. რეაგირება, მდგრადობა და გარდასახვა – ეს არის ეტაპები, რომლებსაც ყველა კომპანია გაივლის კრიზისიდან გამოსვლის და ნორმალურ კალაპოტში დაბრუნებისთვის. ამ ეტაპებზე ძირითადი საკითხების და შესაძლებლობების გამოვლენა, რომელთა გათვალისწინება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ახალ რეალობაში წარმატებული გარდასახვისთვის, წარმოადგენს სწორედ „ახლებურად დანახვის“ კონცეფციის არსს.

„პანდემიამ მასშტაბური ეკონომიკური, სოციალური და კომერციული ცვლილებები გამოიწვია და ამ ცვლილებებთან ადაპტირება გააზრებულ, თანმიმდევრულ მოქმედებას საჭიროებს, რაც საკმაოდ კომპლექსური პროცესია. კომპანიებს სჭირდებათ შეიმუშაონ სტრატეგიები, რომელიც არამხოლოდ უზრუნველყოფს პროცესების უწყვეტობას, არამედ მაქსიმალურად ორიენტირებული იქნება თანამშრომლებზე, კლიენტებსა და მომწოდებლებზე. ჩვენ დავინახეთ, რომ სწორედ ამ რთულ ეტაპზე, კომპანიებს სჭირდებათ მხარდაჭერა, გონივრულად შეაფასონ არსებული სურათი და მიიღონ გააზრებული გადაწყვეტილებები, რაც გაამარტივებს ლავირებას ახალ რეალობაში. Rethink-ის კონცეფცია ძალიან კონკრეტული და მიზანმიმართულია, ეს არის კონცეპტუალური მოდელი, რომლის განსაკუთრებულობა მდგომარეობს სექტორულ მიდგომასა და ინდივიდუალური საჭიროების სწორად გაანალიზებაში. ჩვენი მთავარი მისია – ცოდნით და გამოცდილებით შევქმნათ კეთილდღეობა საზოგადოებისთვის, დღეს ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს და ზუსტად გამოხატავს BDO-ს უმთავრეს დანიშნულებას“, – ამბობს ზურაბ ლალაზაშვილი, BDO-ს მმართველი პარტნიორი.

პანდემიის ადრიანი ეტაპებიდან მოყოლებული, BDO ამზადებს სექტორულ კვლევებს, ანალიტიკურ მასალას, რომელიც პირდაპირ მიმოიხილავს ამა თუ იმ ბიზნესის კონკრეტულ გამოწვევებს, აქცენტებსა და საჭიროებებს.

რა საჭიროება აქვს ბიზნესს ახლა და რა დასჭირდება ხვალ? – ეს არის მთავარი კითხვები, რომელთა გააზრებაც ბიზნესის სფეროში დღეს ყველაზე აქტუალურია. სწორი და დროული პროგნოზი და კომპანიების მომზადება ახალი რეალობისთვის (new normal) თვალის გასასწორებლად, Rethink-ის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს.

„შეიძლება ითქვას, რომ რეაგირების ეტაპი, მეტნაკლებად, წარმატებით გადაილახა კომპანიების მიერ და შექმნილმა სიტუაციამ ახალი შესაძლებლობები დაგვანახა. განსაკუთრებულად გამოიკვეთა დიჯიტალიზაციის და სერვისების ციფრული არხების გამოყენების აუცილებლობა. იმ კომპანიებისა და სექტორებისთვის, ვისაც უკვე დაწყებული ჰქონდა გაციფრულების პროცესი, გაცილებით მარტივი აღმოჩნდა რეაგირების ეტაპი. ახლა მდგრადობის ეტაპზე ვართ, რომელიც ყველაზე ხანგრძლივი იქნება. კომპანიებს დასჭირდებათ ოპერაციების შენარჩუნება სოციალური იზოლაციის პირობებში ხალხის, პროცესებისა და ინფორმაციული სისტემების მაქსიმალური ადაპტირებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია პროდუქტების დივერსიფიკაცია და იმგვარი პროცესების გატანა „აუთსორსზე“, რომელიც არ არის ძირითადი და რომლის მართვასაც გარე კომპანია გაცილებით სწრაფად და ნაკლები დანახარჯით შეძლებს“, – ამბობს ზურაბ ლალაზაშვილი.

გლობალურმა პანდემიამ დააჩქარა ტექნოლოგიური განვითარების პროცესი, ბიზნესი მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე დგას. როცა ახალ შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვგულისხმობთ იმ ინსტრუმენტებს, რომელთა გამოყენებით ბიზნესი გაცილებით მოქნილი, გარემოსთან მორგებული და მდგრადი ხდება. ეფექტურობის ზრდა, ლავირების ფართო შესაძლებლობები და კლიენტებთან ურთიერთობის განახლებული ფორმები ქმნის იმ ახალ რეალობას, რომელიც ახლა, სწორედ ჩვენს თვალწინ იკრებს ძალას.

Rethink-ის კონცეფციის უკეთ გასაცნობად და ეტაპების სწორად გასააზრებლად BDO-მ ახალი ვებგვერდი შექმნა. თანამედროვე, მარტივი ნავიგაციის მქონე პლატფორმაზე აღწერილია, თუ რას ითვალისწინებს პრაქტიკული მოდელი და რას გულისხმობს თითოეული ეტაპი. ეწვიეთ ვებგვერდს და მიიღეთ სრული ინფორმაცია, სექტორულ კვლევებსა და რეპორტებს გაეცანით BDO-ს ოფიციალურ საიტზე.

„ჩვენ ვეხმარებით ბიზნესს იმ ძირითადი ეტაპების, საკითხებისა და შესაძლებლობების გამოვლენაში, რომელთა გათვალისწინება კრიტიკულად მნიშვნელოვანია კრიზისის დაძლევის და ახალ რეალობაში წარმატებული გარდასახვისთვის. რეალურად გამოწვევა საკმაოდ მასშტაბურია, ასე რომ ჩვენ ერთად ვქმნით ხვალინდელ, მდგრად და ახლებურად გააზრებულ ბიზნესს“, – ამბობს ზურაბ ლალაზაშვილი.

 

[პარტნიორის კონტენტი]

მინიატურული ქარის ტურბინა, რომელსაც ენერგიის გამოსამუშავებლად სიარულისას წარმოქმნილი ნიავიც ჰყოფნის

Jeep-ის ცენტრი, მომხმარებელს, 40 000 ლარამდე ფასდაკლებას სთავაზობს