in

სითითონი: Rethink Urban Space წარმატებით დასრულდა

9 და 10 აგვისტოს, ზესტაფონსა და სამტრედიაში, სითითონის დემო დღეები გაიმართა, სადაც ახალგაზრდულმა გუნდებმა ინოვაციური იდეები წარადგინეს, ადგილობრივი ურბანული განვითარების გამოწვევების გადასაჭრელად.

პროექტის ფარგლებში, საწყის ეტაპზე მონაწილეებმა მოინახულეს სამუშაო ლოკაციები ზესტაფონში თამარ მეფის ქუჩა, ხოლო სამტრედიაში – საცხენოსნო კლუბი. მათ ასევე გამართეს შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასა და ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა უშუალოდ მოესმინათ არსებული გამოწვევები.

შემდეგი 3 კვირის განმავლობაში, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და ბიზნესის მიმართულების მენტორებთან კონსულტაციების და ვორკშოპების პარალელურად, გუნდებმა ურბანული განვითარების იდეები და გადაწყვეტები შეიმუშავეს.

სითითონში ჯამში 17 გუნდი მონაწილეობდა, ხოლო დემო დღეზე ჟიურიმ 3 გამარჯვებული გუნდი გამოავლინა:

ზესტაფონის გამოწვევის გამარჯვებული გახდა გუნდი იდეატორი, რომელმაც თამარ მეფის ქუჩის რეკონსტრუქციისა და რეპოზიციონირების პროექტი წარმოადგინა. სამტრედიის საცხენოსნო კლუბის გამოწვევის გამარჯვებულად კი, დასახელდა გუნდი CS TEAM, რომელმაც პრეზენტაციის ფარგლებში წარადგინა იპოდრომის რეკონსტრუქციის, კლუბის რებრენდინგისა და სტანდარტებზე მორგების ურბანული გადაწყვეტები.

დემო დღის ფარგლებში, ასევე გამოვლინდა პროექტის საერთო რჩეული გუნდი ურბან სფერო, რომლებმაც ქალაქისთვის ტურისტული მიმზიდველობისა და ურბანული განვითარების ახალი შესაძლებლობის შექმნის იდეა წარმოადგინეს.

თითოეული გამარჯვებული გუნდი 10,000 ლარს მიიღებს, პრიზის სახით.

სამომავლო გეგმები

გამარჯვებული გუნდები განაგრძობენ მუშაობას საკონკურსო იდეების კონცეფციის შექმნაზე, რათა საბოლოო სახით წარადგინონ ისინი. არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ პროექტები უახლოეს მომავალში განხორციელდეს და ქალაქების ურბანულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.

Citython: Rethink Urban Space ახორციელებს კომპანია „ქლევერტონი“, GIZ-ის პროექტ CESL-ის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ.

[R]

გაიგეთ, რა გელით 30 აგვისტოს, Stockton Invites-ის ფესტივალზე სათიბეში

VELI.store-ზე თიბისი განაწილებით შოპინგისას, რაც უფრო ცხელა, მით უფრო იაფდება თქვენთვის სასურველი ნივთები