ბიზნესი სწრაფად იცვლება და მენეჯმენტის პრაქტიკა მუდმივად ვითარდება. მიუხედავად ამისა, არსებობს ლიდერობის, კომუნიკაციის, სტრატეგიისა და პრობლემების გადაჭრის უნარები, რომლებიც დროს უძლებს.
მიზანმიმართულად წარმართეთ კარიერა
სამსახური შეიძლება იყოს კარგად ანაზღაურებადი, მაგრამ თქვენ უფრო ბედნიერი და პროდუქტიული იქნებით საკუთარ როლში, თუ ის მეტ ღირებულებას მოგცემთ. კელოგის სკოლის პროფესორმა ნიკოლას პირსმა ახსნა, თუ რატომ უნდა აშენონ ადამიანებმა თავიანთი კარიერა მიზანმიმართულად: „საქმიანობის იდეა არა მხოლოდ ისაა, რომ ჩვენი საუკეთესო და უმაღლესი ღირებულებები წარმართავდეს, როგორ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს და როგორ ვიქცევით სამსახურში, არამედ ეს ღირებულებები განსაზღვრავდეს, რა საქმეს ვაკეთებთ საერთოდ. საქმე ეხება იმ სამუშაოსა და გავლენას, რომლის გაკეთების მოწოდებასაც ვგრძნობთ ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. ეს არის საქმე, რომლის არგაკეთებაც არ შეგვიძლია.“
რთული საუბრები სამსახურში
ყველა სამსახურში ვაწყდებით რთულ საუბრებს. უნდა იცოდეთ როგორ გაუმკლავდეთ მათ, პირველ რიგში იმისთვის, რომ დაიცვათ საკუთარი თავი და იდეები, შემდეგ კი იმისთვის, რომ გახდეთ გუნდის კარგი ლიდერი, რომელსაც შეუძლია კონფლიქტების მართვა.
შეგიძლიათ იყოთ საკუთარი თავი ზედმეტი გახსნის გარეშე
კვლევები აჩვენებს, რომ გუნდები ენდობიან ისეთ ლიდერებს, რომლებიც გულწრფელობას აჩვენებენ და უფრო ავთენტურად იქცევიან. ასევე, ზედმეტმა გახსნილობამ შეიძლება საწინააღმდეგო შედეგი გამოიღოს. სი სიმს სკოლის პროფესორმა ლიზა როშმა ახსნა, თუ როგორ შეიძლება ზედმეტმა მცდელობამ იყო რელატიური, ძირი გამოუთხაროს თქვენს ავტორიტეტს.
„ნუ გადააჭარბებთ. ნუ მოიგონებთ ამბებს. ადამიანები ჭკვიანები არიან, ისინი ხვდებიან და ამან შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. არასრულყოფილი გამჟღავნება, რომელიც შეესაბამება სიტუაციის ემოციას, გაცილებით უკეთესია, ვიდრე არაგულწრფელობა.“
გადახედეთ თქვენს წარსულ გადაწყვეტილებებს
თქვენი კარიერა შედგება გადაწყვეტილებებისგან, რომლებსაც დროთა განმავლობაში იღებთ. არსებობს სასარგებლო ჩარჩოები კარგი არჩევანის გასაკეთებლად სწრაფად. მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანი უთმობს დროს და ძალისხმევას საკუთარი აზროვნების გადახედვას შემდგომში. 2023 წელს გამოკითხული აშშ-ს საჰაერო ძალების მებრძოლი პილოტი ჰასარდ ლი, რომელიც გაწვრთნილია მიიღოს გადაწყვეტილებები ზეწოლის ქვეშ, ამბობს, რომ მას არასდროს უნახავს უკეთესი ინსტრუმენტი გადაწყვეტილების მიღების გასაუმჯობესებლად, ვიდრე დებრიფინგი:
„იფიქრეთ, როგორ შეგიძლიათ გახდეთ უკეთესი ყოველი პროექტის შემდეგ. ყოველი კვირის ბოლოს ჩაიწერეთ რამდენიმე რამ, რისი გაუმჯობესებაც შეგიძლიათ და ერთი ან ორი წლის განმავლობაში გაგაკვირვებთ, რამდენ გაუმჯობესებას მიაღწევთ“.
ითანამშრომლეთ სკეპტიკოსებთან
თქვენი კარიერის განმავლობაში შეხვდებით ადამიანებს განსხვავებული გამოცდილებითა და ეგოთი. როდესაც კოლეგას განსხვავებული ხედვა აქვს, შეიძლება გაგიჩნდეთ ცდუნება დაიცვათ თქვენი პოზიცია. ამის ნაცვლად, შეიძლება უფრო ეფექტური აღმოჩნდეს ერთად პრობლემების გადაჭრა. 2022 წელს ოსკაროსანმა კინორეჟისორმა რონ ჰოვარდმა თქვა, რომ მან თავისი თანამშრომლობითი ლიდერობის სტილი ადრეულ კარიერაში აითვისა, როდესაც ვარსკვლავ მსახიობ ბეტ დეივისს ხელმძღვანელობდა.
„მას ეგონა, რომ მე ვიყავი ეს ახალგაზრდა ბიჭი სიტკომიდან, და მე მართლა უნდა მებრძოლა მისი პატივისცემის მოსაპოვებლად. რაც საბოლოოდ შევძელი კრეატიული ლოგიკის გამოყენებით, სახელოების აწევითა და თქმით, „ოჰ, ეს არ მუშაობს სწორად. როგორ შეიძლება იმუშაოს? რა უნდა გავაკეთოთ? რას ფიქრობთ?“ და ბოლოს ის ძალიან კომპლიმენტური გახდა ჩემს მიმართ.“
შეაფასეთ ახალი როლები მათი სწავლის პოტენციალის მიხედვით.
კარიერა მოგზაურობაა და არა ცალსახა აღმასვლა. ასე რომ, ნუ შეხედავთ პოტენციურ ახალ როლს, როგორც კიბის უფრო მაღალ საფეხურს. იფიქრეთ მასზე, როგორც სწავლის შესაძლებლობაზე. Microsoft-ის გენერალურმა დირექტორმა სატია ნადელამ აღწერა, თუ როგორ გაუკვალა გზა აღმასრულებელი დირექტორის კაბინეტისკენ კარიერულმა არჩევანმა, რომელმაც გააფართოვა ჩემი კომფორტის ზონა:
„საქმე არ იყო იმაში, რომ: ეს რაღაცნაირად იქნება შემდეგი ნაბიჯი, რომელიც მჭირდება რაღაც დიდ გეგმაში აღმასრულებელი დირექტორის კაბინეტამდე მისასვლელად. მკაფიოდ მახსოვს (მაშინდელი Microsoft-ის გენერალური დირექტორი) სტივ ბალმერი ამბობდა: თუ შენ Bing-ში წახვალ და კარგად ვერ იმუშავებ ან ვერ წარმატებას ვერ მიაღწევ, ეს შეიძლება შენი ბოლო სამსახური იყოს. მაგრამ ვიფიქრე, რა შემიძლია ვისწავლო? როგორ შემიძლია საქმეში უნიკალური წვლილის შეტანა?”
როდესაც არსებული ვარიანტები არ მუშაობს, განიხილეთ ახალი ვერსიები
ზოგჯერ არჩევანის წინაშე ხართ, ორ არასახარბიელო ვარიანტს შორის. 2017 წელს როტმანის სკოლის პროფესორმა ჯენიფერ რილმა წარმოადგინა ინოვაციური სტრატეგია, ინტეგრაციული აზროვნება:
„ზოგიერთი პრობლემის შემთხვევაში, კომპრომისი მიუღებელია. თუ მე წავალ კომპრომისზე, წავაგებ. თუ კომპრომისს ავირჩევ, ეს არ გადაჭრის პრობლემას. სწორედ ასეთ სიტუაციაში საკუთარ თავს ეკითხები: „შეიძლება არსებობდეს უკეთესი გზა? როგორ მოვძებნო რაღაც ახალი, რაც დღეს არ არსებობს?“.
ისწავლეთ მისი ძირეული მიზეზების იდენტიფიცირება
ბევრ მენეჯერს უჭირს სტრესთან და გადაწვასთან გამკლავება თავის გუნდში. ხშირად ასე იმიტომ ხდება, რომ მათ სრულად არ ესმით პრობლემის არსი. პანდემიის დროს 2020 წელს, ბერკლის პროფესორმა კრისტინა მასლაჩმა განმარტა, რამდენად ჯგუფური ფენომენია გადაწვა და ასეთი გამოსავალი შესთავაზა მენეჯერებს:
„ცადეთ და ჰკითხეთ გუნდს, როგორ მიდის საქმეები? რისი გაკეთება შეგვიძლია დავიწყოთ? რისი დაწყება შეგვიძლია, რაც შეიძლება დაგვეხმაროს? ასე თავიდან აიცილებთ იმას, რაც ხშირად გადაწვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა“.
წყარო: HBR