COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის გავლენა ბიზნესზე გრძელდება. მისი შედეგები განსხვავებულია სხვადასხვა ორგანიზაციისთვის. აუდიტორული კომპანია BDO-ს გლობალურმა ოფისმა შეიმუშავა მოდელი, რომელიც ბიზნესს ძირითადი ეტაპების გააზრებასა და გადააზრებაში ეხმარება. “ReThink”, ანუ „გადააზრება“, „ახლებურად დანახვა” – ეს არის „მარკეტერის“ პოდკასტის ახალი ეპიზოდის მთავარი თემა. გადაცემის სტუმარია ზურაბ ლალაზაშვილი, აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ს მმართველი პარტნიორი.
„მარკეტერის“ პოდკასტს წარმოგიდგენთ „საქართველოს ბანკი ბიზნესი“. ყველა ეპიზოდის მოსმენა შეგიძლიათ ვებგვერდზე www.podcast.ge.