in

რეცეპტების წიგნი „ცოდვილი“ დიზაინით შექმნეს

თუ ტრადიციულ რეცეპტების წიგნებში დახვეწილ ტექსტებსა და დიზაინს ვხვდებით, აქ საქმე სულ სხვაგვარადაა… ტექსტებშიც შეგხვდებათ ტაიპოები და დიზაინშიც გადაცდომები, თუმცა ამას ნაკლებ პროფესიონალიზმს ნუ მიაწერთ, რადგან ამ ამბის ავტორი ოლი ვუდი გახლავთ — McCann London-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელია და იმ ადამიანებს შორისაა, რომლებიც განსხვავებული ქვეყნების, რეგიონებისა თუ კულტურის კულინარიული ტრადიციების ელემენტებს აერთიანებენ. მართალია, მას ამ სფეროში პროფესიონალური გამოცდილება არ აქვს, მაგრამ საკმაოდ გატაცებული გახლავთ რეცეპტორებთან ურთიერთობით. დღეს კი ვუდი რეცეპტების წიგნს ქმნის, რომელიც „ცოდვილია“…

BOG
BOG

წიგნს Blasphemy, ანუ მკრეხელობა ეწოდება და სწორედ ამითაა მისი ე. წ. ცოდვილი დიზაინიც შთაგონებული. თავდაპირველი ინსპირაციის წყარო კი ბიბლია გახლდათ… აქვე ვხვდებით წითელ ფერთა პალიტრასა და გოთიკურ შრიფტს.

როგორც ავტორი ამბობს, წიგნში დიზაინის ცოდვებსაც ნახავთ, მათ შორის გადაფარვებს, შეუსაბამობებს, არასწორ განლაგებებსა და სარკისებურ პერსონაჟებს. ამასთან, ნაწერი არასრულყოფილია, ტაიპოებით, გრამატიკული შეცდომებით და უცნაური ფრაზებით, თითოეული კი ჩვეულებრივი სტანდარტების უგულებელყოფას ემსახურება. ჩარჩოს, შრიფტების პრინციპებისა და ანოტაციებით წიგნი ტრადიციულ ნორმებს გამოწვევის წინაშე აყენებს. ხოლო არარელევანტური ინტერპრეტაციებით ვიზუალური თუ ნარატივის ელემენტები პანკის სულისკვეთებას ასახავს.

National Geographic-მა 2024 წლის საუკეთესო ფოტოები გამოაქვეყნა

5 საახალწლო რეკლამა, რომელთა ნახვაც ღირს