in

როგორ დავუბრუნდეთ ჩვეულ სამსახურეობრივ ცხოვრებას ლოკდაუნის შემდეგ? – კვლევა ვუჰანიდან

ბევრი ითქვა და დაიწერა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვმართოთ ბიზნესი და ვიმუშაოთ პანდემიის პირობებში, მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც კოვიდ-19 წარსულს ჩაბარდება და ჩეულ გარემოში დაბრუნება მოგვიწევს?!

pasha-statiebi
pasha-statiebi

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ვუჰანში 350 თანამშრომელი გამოიკითხა, რადგან ისინი იყვნენ პირველები, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა ლოკდაუნით შეჩერებული სამსახურები და შემდგომ ისევ ძველ ცხოვრებასათან დაბრუნება.

კვლევის პირველ ეტაპზე მთავარ საკითხს წარმოადგენდა, თუ როგორ მოემზადნენ ისევ ოფისებში სამუშაოდ. როგორც ჩანს, თანამშრომლებისთვის ჩვეულ ცხოვრების რიტმთან დასაბრუნებლად მნიშვნელოვანია ფსიქიკური მზადყოფნა. ამასთან ერთად, მათ უნდა ჰქონდეთ უსაფრთხოების განცდა, რომ დაცულნი იქნებიან დაინფიცირებისგან.

მეორე ეტაპზე, 4 კვირის შემდეგ, მკლევარებმა შეამოწმეს, როგორი იყო თანამშრომელთა ჩართულობა და პროდუქტიოლობა – როდესაც მათ ჰქონდათ ზემოთხსენებული შესაბამისი ფსიქიკური მზაობა და უსაფრთხოების შეგრძნება (რაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დამსაქმებელი), პროდუქტიულობა ძალიან მაღალი იყო.

ახლა კი ვნახოთ, რა არის საჭირო მსგავსი შედეგის მისაღებად.

თანამშრომლებმა გაითვალისწინეთ, რომ გარკვეული დრო გჭირდებათ სამსახურში დასაბრუნებლად.

პანდემიამ იმოქმედა არა მხოლოდ თქვენზე, არამედ მთელ მსოფლიოზე. თქვენ არ ხართ გამონაკლისი… ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც თანამშრომლები ყოველგვარი „შემზადების“ გარეშე უბრუნებოდნენ სამსახურს, მათ მიერ შესრულებული საქმე არანაყოფიერი და უხარისხო იყო. ნუ გავიწყდებათ, ყველაფერს სჭირდება დრო – ნუ გადაეშვებით თავით საქმეებში, ნელ-ნელა გადადგით ნაბიჯები.

კარგი იქნება, თუ დროს გამონახავთ მომავალი მიზნების გასაანალიზებლად, პრიორიტეტების დასალაგებლად, მოკლევადიანი და გრძელვადიანი საქმეების განსახილველად. ასევე, გადახედეთ წარსულ პროგრესს, რაც დაგეხმარებათ მოტივაციის ამაღლებაში.

მენეჯერებმა სამუშაოდ უსაფრთხო გარემო შექმენით.

ბუნებრივია, რომ პანდემიის პირობებში და მის შემდეგ სამსახურში დაბრუნებას თან ახლავს დაინფიცირების შიში, რამაც შესაძლოა, საგრძნობლად იმოქმედოს ჩვენს პროდუქტიულობაზე. რა თქმა უნდა, მენეჯერს არ შეუძლია, სრულიად აღმოფხვრას ვირუსის გავრცელების საშიშროება, მაგრამ მისი ქმედებები და დამოკიდებულება მოქმედებს თანამშრომელთა განწყობაზე. პირველ რიგში, მენეჯერმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი პროტოკოლის და წესების დაცვა (ნიღბის ტარება, სადეზინფექციო საშუალებებით ხელების დამუშავება), რაშიც თავად კომპანიამ უნდა შეუწყოს ხელი – ყველას უნდა ჰქონდეს წესების დაცვისათვის საჭირო პირობები.

ეს ერთგვარი ციკლია – თუ მენეჯერები ქმნიან უსაფრთხო გარემოს, თანამშრომლები პროდუქტიულად მუშაობენ. ასევე, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ წესების დაცვის გარეშე ვირუსი კიდევ უფრო მეტად გავრცელდება და კვლავ საწყის ეტაპს დავუბრუნებით, შემდეგ კი ისევ ხელახლა მოგვიწევს ამ ეტაპების გავლა.

აღნიშნული კვლევა ლოკალურია, რაც გულისხმობს იმას, რომ სხვაგან, სადაც ვირუსის გავრცელების და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ამ ეტაპზეც ძალიან მაღალია, ხალხს უფრო მეტად ეშინია. ასეთ დროს საჭიროა დამატებით სხვა ზომების მიღება, რათა თანამშრომლებმა პროდუქტიულობა შეინარჩუნონ.

წყარო: HBR



„შენთვის, ჩვენთვის, ერთმანეთისთვის!“ – პროექტი Covid-19-ით გამოწვეული სტრესის შესამსუბუქებლად

Voice Of Ecommerce და MY.GE ერთობლივ საინფორმაციო ვებინარებს იწყებენ