in

ხილის ქერქისგან დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების ჩანთები

“თოუთ” ჩანთები ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოსავალია იმისთვის, რომ ყოველ ჯერზე ახალი ცელოფნები არ ვიხმაროთ ხოლმე. ეს ჩანთები კიდევ უფრო სასარგებლოა გარემოსთვის იმ შემთხვევაში, თუკი ისინი გადამუშავებული მასალისგან მზადდება. ამ სტატიაში მსგავსი ჩანთების დამზადების ერთ-ერთ ინოვაციურ ხერხზე უნდა გიამბოთ.

მდგრადი ალტერნატივის შეთავაზების მიზნით, დიზაინერებმა იოჰანა ჰეჰეიმერ-კურტენმა და ლობკე ბექფელდმა შექმნეს ჩანთა “Sonne155”, რომელიც მზადდება ორი ნედლეულისგან: ცელულოზური წარმოების ნარჩენები ტექსტილის ინდუსტრიიდან და პექტინი, რაც ნაწილობრივ ჟელატინის ეფექტს ქმნის. ცელულოზის წარმოების ნარჩენები მოდის უჯრედის სტრუქტურული კედლიდან, რომელიც გვხვდება მცენარეებში, პექტინი კი მცენარეული პოლისაქარიდია და მას ნაყოფის კანიდან იღებენ. ამ ორი ნივთიერების გაერთიანების შედეგად, იქმნება მდგრადი, ჟელატინის მსგავსი ქსოვილი, რომელიც მთლიანად შეიძლება ინტეგრირდეს მათი ბუნებრივი, ბიოლოგიური სიცოცხლის ციკლში.

WWF: ოკეანეში 500-ჯერ მეტი მიკროპლასტმასაა, ვიდრე ვარსკვლავებია ჩვენს გალაქტიკაში

ნახეთ: NASA ლურჯი დიუნების ულამაზეს ფოტოს ავრცელებს