in

„კეტჩუპი ლაქების ამოსაყვანად“ — ფილტრი, რომელიც ვადაგასულ პროდუქტს გამოყენების ახალ გზებს უძებნის

სურსათის ეტიკეტები რთული ბიზნესია — განსაკუთრებით აშშ-ში, სადაც ეტიკეტირების ეროვნული სტანდარტების ნაკლებობა ყოველწლიურად 80 მილიონი ტონა ვარგისი საკვების გადაყრას იწვევს. ამ პრობლემური საკითხის გადასაჭრელად, შექმნეს გაფართოებულ რეალობაზე დაფუძნებული ფილტრი, სახელწოდებით Reusables. ეს უკანასკნელი ინსტაგრამზეა ხელმისაწვდომი.

პროექტის მიზანია, ვადაგასულ პროდუქტებსაც მოეძებნოს გარკვეული ალტერნატიული დატვირთვა. მაგალითად, რძე მელნის ლაქების მოსაშორებლად გამოიყენება, კეტჩუპს სპილენძიდან ამოჰყავს ლაქები, ყავა კი კოღოების საწინააღმდეგო საშუალებად იქცევა.

თავდაპირველად გუნდი იმაზე მუშაობდა, რომ TikTok-ისთვის შეემუშავებინა ფილტრი, თუმცა ტექნიკური ხარვეზების გამო ეს შეუძლებელი გახდა. ამიტომაც, Meta-სა და მის AR ტექნოლოგიაზე გადაერთნენ, რასაც მანქანათმცოდნეობის ალგორითმებიც დაერთო. ახლა კი საკმარისია, ინსტაგრამზე Reusables-ის სახელით მოძებნოთ ფილტრი, კეტჩუპის ბოთლი დაასკანეროთ და ავტომატურად მიიღებთ ალტერნატიული გამოყენების გზებს.

8 ქალაქში დაგეგმილი მასშტაბური შეხვედრები თანამედროვე ქართველ ავტორებთან —„ბიბლუსის“ ლიტერატურული ტურნე იწყება

„მომხმარებლების ყველაზე დიდი ნაწილი ქართული ელ. კომერციის ბაზარზე VELI.store-ს ირჩევს“ – ელექტრონული კომერციის კვლევის შედეგები