Facebook, ჯარიმის სახით, დაახლოებით, $5 მილიარდს გადაიხდის. აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია [FTC – სახელმწიფო სააგენტო, რომელიც 1914 წელს, მომხმარებელთა უფლებებისა და კომპანიების მხრიდან კონკურენციის სტანდარტის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა], უახლოეს დღეებში გამოაცხადებს, როგორ დარეგულირდება პროცესი და როგორ დაფარავს, კომპანია, დაკისრებულ საურავს.

Reuters-ის ინფორმაციით, გამოძიება, სოციალურ ქსელის ხელმძღვანელობის მხრიდან, პირადი მონაცემებით შესაძლო მანიპულაციის გამო დაიწყო და გამოვლენილი კანონდარღვევებისთვის, ჯარიმის სახით, კომისიამ $5 მილიარდი დააწესა. მომხდართან დაკავშირებით, არც Facebook-სა და არც FTC-ს წარმომადგენლებს, კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ფედერალური სავაჭრო კომისია, სოციალური ქსელის ხელმძღვანელობას 87 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემების არამიზნობრივ გამოყენებას ედავებოდა, მათი მტკიცებით, Facebook-მა ეს ცნობები ახლა უკვე გაუქმებულ ბრიტანულ პოლიტიკურ – ანალიტიკურ კომპანია Cambridge Analytica-ს უკანონოდ გადასცა.
Reuters-ის ინფორმაციით, FTC-ის რეგულაციები, ასევე მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ შეზღუდვებს და იმის კონტროლს, როგორ დაიცავს Facebook მომხმარებელთა კონფიდენციალობას. ამასთან, კომპანიის ისტორიაში პირველად, მის დამფუძნებელს, მარკ ზაკერბერგს აღარ ექნება ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების საშუალება [პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებში].
„ეს იქნება, სამოქალაქო სამართლის დარღვევისთვის, ყველაზე დიდი ოდენობის საურავი, რაც კი ოდესმე FTC-ს დაუწესებია“.











