12
Jul
2019

Reuters: Nike აღმასვლას აგრძელებს – ბრენდის ახალი ინვესტიცია არიზონაში

12 Jul 2019

Nike, არიზონას შტატში, ქალაქ გუდიარდში ახალ საწარმოო ობიექტს ხნის. ინვესტიციის მოცულობა $184 მილიონია. როგორც Reuters წერს, ეს, ბაზარზე, ბრენდის რეპუტაციას ნამდვილად წაადგება, მას ხომ, ცოტა ხნის წინ, დიდი უსიამოვნება შეხვდა – კომპანიას დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კოლექციის გაყიდვიდან ამოღება მოუწია.

Photo Credit: sites.psu.edu

Nike-ის წარმომადგენლების თქმით, ახალ საწარმოში, სრული განაკვეთით, 500 ადამიანი იმუშავებს.

ქარხნის მშენებლობის საკითხი, გასულ კვირაში, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. არიზონას რესპუბლიკელმა სენატორმა დაგ დიუსიმ კომპანიას ნებართვა შეუჩერა და მხოლოდ მას შემდეგ განუახლა უფლება, რაც ბრენდმა ამერიკის 13 ვარსკვლავიანი დროშით გაფორმებული სპეციალური კოლექცია უკან გაიწვია.

Nike-ის წარმომადგენლების თქმით, შენობაში, სადაც ქარხანა უნდა განთავსდეს, სარემონტო სამუშაოები ამ ზაფხულს დაიწყება. ბრენდი იქ პროდუქციის წარმოებას 2020 წელს დაიწყებს.

განხილვა