in

Reverses — ანუ, რა იმალება ცნობილი ტილოების უკანა მხარეს

ხელოვნების ნიმუშის „გაშიფვრა“ დიდი სიამოვნების მომგვრელია — სუბიექტური, ხშირად უაღრესად პერსონალური გზების ინტერპრეტაციით, ყველაფერი ჩვენს ინდივიდუალურ ცოდნასა და გამოცდილებაზეა დამოკიდებული. თუმცა პირად გამოცდილებას თავად ხელოვანის გარემო თუ ინდივიდუალიზმი ემატება…

რა იქნებოდა, თუ „ბრტყელი“ ნამუშევრები სამგანზომილებიანი იარსებებდა და იმის ნახვა შეგვეძლებოდა, როგორ მიმდინარეობს შექმნის პროცესი. რეალურად, „იდეალურობამდე“ მიყვანილი ტილოს მიღმა დიდი შრომა, ბევრი გადაშლილი მონახაზი, წაშლილი ფიგურა, შეცვლილი სიუჟეტი და სხვა მსგავსი მომენტები იმალება. სწორედ ამ საკითხების შთაგონებით შექმნა არქივის ფოტოგრაფმა, ჯორჯ ექსტსმა, წიგნი Reverses.

ახალი წიგნი, Reverses, 150 ასეთ სურათს აერთიანებს — თითოეული მათგანი მიზნად ისახავს, გამოავლინოს მხატვრის შემოქმედებითი პროცესის მიღმა ფარული ისტორიები და ეჭვქვეშ დააყენოს ხელოვნების ნაწარმოების ბრტყელი ხედვა. ამას ტრანსფორმაციის გზით აკეთებს, ქაღალდიდან სამგანზომილებიან გამოსახულებამდე.

საგულისხმოა, რომ ეს პირველი თანამშრომლობაა CentreCentre-სა და V&A Publishing-ს შორის, რაც ექსტის დამსახურებაა. იგი 2007 წლიდან ვიქტორია და ალბერტის მუზეუმის არქივის ფოტოგრაფია და ათასობით დოკუმენტის დაარქივებისას ფრენსის ფრითის პეიზაჟის უკანა მხარე შენიშნა… ეს ბავშვების უცნაური ჩანახატები იყო. „მან ასეთ ნამუშევრებში ხელოვნების დიადი ნიმუშები დაინახა, რომლებიც შეუმჩნეველი და დაუფასებელი რჩებოდა. თითქოს, ნახატებს ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი, მაგრამ ძალიან ცოტა ინფორმაციას შეიცავდა“.

ფოტოგრაფმა უკვე ათასობით სურათი შეაგროვა და Instagram-ზე გამოაქვეყნა. მისი პრეზენტაციის სრულიად არაიერარქიული, ნეიტრალური მიდგომა კი თავისთავად მომხიბლავია. ასეთივე პრინციპით შეიქმნა წიგნიც — გამოსახულების შერჩევისადმი ეგალიგატური მიდგომა.

„ჩვენ არ გვინდოდა, რომელიმე კონკრეტული ნაწარმოების გამოყოფა, როგორც სხვაზე მეტი დამსახურების მქონე. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვეფასებინა ხელოვნების ნიმუშები არა მათი შემქმნელების მიხედვით, არამედ თავად საპირისპირო მხარის ხარისხით. ეს არის ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც შექმნილია ნიშნებით, დაზიანებით, ესკიზის ფრაგმენტებით, ნოტებითა და ხელახლა გამოყენებული ნაშთებით. ყოველი უკანა მხარე მინიშნებებს შეიცავს ობიექტის ისტორიის, საკუთრებისა და წარმოების პროცესის შესახებ, რაც საშუალებას გვაძლევს, დავასრულოთ ხედვა, რომელიც არ ჩანს“, — აღნიშნავენ პროექტის ავტორები.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დეველოპერების ყველაზე დიდი ფესტივალი, DevFest ქუთაისში გაიმართება

ლუჩიანო — ნეაპოლიტანური კუთხე „ბაზარი ორბელიანზე“