დაბინძურების შედეგად გაფუჭებული ჰაერის ხარისხი არის გლობალური პრობლემა, რომელიც გავლენას ახდენს მსოფლიო მოსახლეობაზე და იწვევს სიკვდილიანობას. ამ საკითხის გათვალისწინებით, fransisco lara-მ შექმნა reverso, აქსესუარი, რომელიც დამონტაჟებულია ქალაქებში საზოგადოებრივ და ნახევრად საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და პასუხისმგებელია ჰაერის ნაწილაკების (smog) ფილტრაციაზე. იდეის მიზანია, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და დადებითი გავლენის მოხდენა ადამიანთა ჯანმრთელობაზე.
აღნიშნული აქსესუარის დიზაინი 2021 წლის გლობალური grad show-სთვის შეიქმნა, რომელშიც მონაწილეობას 464 უნივერსიტეტი იღებდა 70 ქვეყნიდან. კონკურსი დუბაის დიზაინის კვირეულის ნაწილია და მიზნად ისახავს ამ ინოვაციური იდეების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მათ შემქმნელებს დაფინანსების მოპოვებაში ეხმარება.
ჰაერის ნაკადისა და აეროდინამიკის გამოყენება
მავნე ნაწილაკების 55%, რომლებიც წარმოიქმნება მართვის დროს, მოდის მანქანების მექანიკურ ცვეთაზე (საბურავები, ასფალტის ხახუნი და მუხრუჭების გამოყენება). reverso მიზნად ისახავს ამ პრობლემის მოგვარებას. როგორც დიზაინერი განმარტავს, ის ეცდება, წმენდის სიმძლავრე აღემატებოდეს გამოყოფილ დაბინძურებას.
reverso არის მოდული, რომელიც აგროვებს ჰაერს მანქანის ზედა ნაწილში და ასუფთავებს მას დაბინძურებისგან. სისტემა სარგებლობს ჰაერის ნაკადით, რომელიც წარმოიქმნება მანქანის მართვის დროს და ინტეგრირებულია ავტომობილის აეროდინამიკაში.

„რევერსოს” შესაქმნელად, ფრანცისკო ლარამ საფუძვლიანად შეისწავლა ვენტურის ეფექტი, ფიზიკური ფენომენი, როდესაც სითხე ზრდის თავის სიჩქარეს შეკუმშვაში გავლისას და წნევის მატებისას. reverso შექმნილია საპირისპირო ვენტურის ეფექტის გამოყენებით, ჰაერი შემოდის უფრო ვიწრო ადგილიდან და მიემართება ცენტრისკენ, სადაც უფრო ფართო მონაკვეთია. ჰაერს აქვს ნაკლები წნევა და ამცირებს სიჩქარეს.
reverso იყენებს მრავალჯერადი გამოყენების ფილტრის სისტემას, რომელსაც შეუძლია გაუძლოს 15,000 კილომეტრის აქტივობას, სანამ ის სავსეა. ეს ფილტრები ბამბისგან არის დამზადებული და მისი მოხსნა, გარეცხვა და ხელახლა გამოყენებაა შესაძლებელი.










