სტუდია Blond-მა საფინანსო „სტარტაპ“ კომპანია Revolut-ის პრემიუმ პროდუქტის საბანკო ბარათებისთვის ულტრა მინიმალისტური დიზაინი შექმნა.
„ ასეთი ტიპის ბარათებზე, როგორც წესი, დეტალური მონაცემებია განთავსებული. ჩვენ უარი ვთქვით ამ მიდგომაზე. გვინდოდა, გაგვეჩინა მეტი თანამედროვეობის შეგრძნება, რომელიც Revolut-ს უფრო შეეფერება“, – ამბობს Blond-ის კრეატიულ დირექტორი ჯეიმს მელია.
Revolut-ის პლასტიკური ბარათები რამდენიმე ფერისაა. წინა მხარეს გამოსახულია კომპანიის სახელი და ინიციალი, Mastercard-ის ასევე მინიმალისტური ლოგო და მფლობელის სახელი და გვარი. ბარათის ნომერი კი, უსაფრთხეობის მიზნით, გამოსახულია უკანა მხარეს.