in

რას გვიმზადებს რევოლუცია ციფრულ სამყაროში?!

კვლევებმა აჩვენა, რომ ტელევიზორი აღარ არის N1 სარეკლამო საშუალება! რაც მეტად ვითარდება ტექნოლოგიები და რაც მეტი ციფრული ხელსაწყო შემოდის ყოველდღიურ მოხმარებაში, ტელერეკლამის ეფექტი სულ უფრო და უფრო კლებულობს. Adobe-მ და ComScore-მა გადაწყვიტეს თანამშრომლობა, რათა გაიგონ რეალური სტატისტიკა, თუ  ვინ, სად და რამდენად აქტიურად გამოიყენებს ციფრულ მედიას. ეს იქნება რეიტინგების ახალი თაობის სისტემა, რომლის მეშვეობითაც ცნობილი გახდება, როგორ აღიქვავენ კონტენტს და როგორი დემოგრაფიული მახასიათებლები აქვს მომხმარებელს.

 

ComScore ჩასვამს Adobe Certified Metrics-ს თავის პროდუქტებში, რაც, თავის მხრივ, მოახდენს მონაცემების ინტეგრირებას Adobe Marketing Cloud–ზე. ეს პროექტი რეკლამის დამკვეთებს მისცემს საშუალებას, რეალურად გაიგონ, რამდენად გონივრულია მათ მიერ გაღებული სარეკლამო ინვესტიცია, აამაღლონ რეკლამის ეფექტურობა და დაგეგმონ გაყიდვები. ახალი პარტნიორული  პროექტი იქნება,  ინტერნეტ და ციფრული სამყაროსთვის ახალი ერა, რომელიც უნიკალურ ინფორმაციასთან წვდომას და რეალობასთან უფრო მიახლოებულ სურათს მისცემს მწარმოებლებს.

Pedigree-მ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოციალური პროექტი შექმნა

სამხარაძის გუნდი გამარჯვებულია – ფორვარდელები 5 ახალ ბიზნესს იწყებენ!