22
May
2014

ბრძოლა თვითგადარჩენისთვის ანუ მარკეტინგი აჭარაში

22 May 2014

Startauperi
Startauperi


კომპანია “Revolution”-ი მარკეტინგში რევოლუციას გეგმავს. მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის ანრი ბეჟანიძის თქმით, ამ სფეროში აჭარაში თითქმის არაფერი ხდება. ამასთან, წელს 500-მდე კურსდამთვრებული მარკეტერი შეემატება ბაზარს.

revolution1

ანრი ბეჟანიძე: ჩემთან ერთად კომპანიის დამფუძნებლები არიან, დავით ფარტენაძე და მაგდა ქონდარიძე (მარკეტინგის 1521560_450485871740848_655415992_nფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტები), მაიკო ქათამაძე მარკეტინგის მაგისტრანტი და გულიკო ქათამაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

ახლა კომპანია Start Up ეტაპზეა, ვატარებთ მარკეტინგულ კვლევებს სამომავლო სტრატეგიების განსაზღვრის მიზნით. ჩვენი უპირველესი მიზანია შემოვიკრიბოთ კრეატიულად მოაზროვნე მიზანსწრაფული ახალგაზრდები და ერთობლივი ძალისხმევით შევქმნათ მარკეტინგული კულტურა ჩვენს კუთხეში, სწორედ ამ მიზნით შევქმენით პირველი მარკეტინგული სიმულაციური თამაში “MotiV2” (მოტივატორი).

მოტივატორი ერთიმხრივ კარგი საშუალებაა მონაწილეებისთვის, რეალურ განზომილებაში აწარმოონ მარკეტინგული საქმიანობა, ურთიერთობა ჰქონდეთ რეალურ ბიზნესთან, გამოავლინონ კრეატიული აზროვნება და დასაქმდნენ. მეორეს მხრივ ის კომპანიები, რომლებიც ჩაერთვებიან აღნიშნულ თამაშში სრულიად უსასყიდლოდ მიიღებენ მარკეტინგულ მომსახურებას. იქნება ეს კვლევები, პიარ აქციები, სარეკლამო რგოლები თუ სხვა, თვითონ შეაფასებენ შედეგს და გაიზრდება მათი დაინტერესებაც ამ მხრივ.

როგორია სიტუაცია პიარ და მარკეტინგული აქტივობების კუთხით, რა პრობლემებია?

რეალობა საკმაოდ მტკივნეულია, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში შეიმჩნევა მნიშვნელოვანი ძვრები სარეკლამო სფეროში და ახალ მარკეტინგულ ეტაპზე გადახვედით, აჭარაში კომპანია „Revolution” – პირველი მარკეტინგული კომპანიაა. ბაზარზე არ არსებობს კომპანია, რომელიც მარკეტინგულ კვლევებს ჩაატარებს, დაგეგმავს პიარ კამპანიებს და მარკეტინგულ აქტივობებს. აქ რეკლამა და ზოგადად მარკეტინგი ლაითბოქსს და ადგილობრივ ტელევიზიაში დაბალი ხარისხის სარეკლამო რგოლს ვერ გაცდა.

როგორ აპირებთ თავის დამკვიდრებას ამ პირობებში?

ჩვენ საერთო იდეამ გაგვაერთიანა უფრო სწორად თვითგადარჩენის ინსტიქტმა. სწორედ ამიტომ ვახსენე ბრძოლა თვითგადარჩენისთვის. საქმე იმაშია, რომ ჩვენ განწირული ვართ, წელს ხუთასამდე სტუდენტი დაასრულებს სწავლას, მიიღებს განათლებას მარკეტინგის სფეროში და დასაქმდება სრულიად განსხვავებულ სფეროში, რომელიც შეიძლება საერთოდ არ აინტერესებდეს. მომავლშიც ასე იქნება და იმის შემდეგაც რადგან, აქაურ ბიზნესში ჯერ თავი ვერ დაიმკვიდრა მარკეტინგის დეპარტამენტმა, მარკეტინგის მენეჯერმა.

კომპანია „ბათუმი-მოტო“ (http://www.marketer.ge/batumi-moto-david-ardzenadze/) პირველი იყო, რომელმაც ქალაქში მარკეტინგული აქტივობები განახორციელა. ამის შემდეგ დაინტერესება ცოტა გაიზარდა და ჩვენც იმედი მოგვეცა, რომ შევძლებთ დასახული ამოცანების შესრულებას და მართლაც მოვახდენთ რევოლუციას.

განხილვა