in

რევოლუციური თვალის წვეთები დაგეხმარებათ, სათვალის გარეშე დაინახოთ

750 ადამიანისგან დაკომპლექტებულმა ჯგუფმა კლინიკურ კვლევებში მიიღო მონაწილეობა

ფარმაცევტულმა კომპანიამ AbbVie თვალის ახალი წვეთები შექმნა, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს, სათვალეების გარეშე შეძლონ პლიუსის თუ მინუსის დაბალანსება. FDA-მ პრეპარატი Vuity მიმდინარე წლის ოქტომბერში დაამტკიცა და როგორც ცნობილია, მას შეუძლია, ასაკთან დაკავშირებული ბუნდოვანი მხედველობა 6-10 საათით აღმოფხვრას.

M2
M2

ეს ნამდვილად რევოლუციური და ინოვაციური განვითარებაა. ახალ პრეპარატს დაახლოებით 15 წუთი სჭირდება, რათა მოქმედება დაიწყოს. 750 ადამიანისგან დაკომპლექტებულმა ჯგუფმა კლინიკურ კვლევებში მიიღო მონაწილეობა. ერთ-ერთი ცდისპირის თქმით, ეს სიცოცხლის შეცვლაა… ამ უკანასკნელს, მუდმივად სათვალის მოხმარება სჭირდებოდა, თუნდაც იმისთვის, რომ “თვალმოკრული” წარწერა გარკვევით წაეკითხა. თუმცა ახალი წვეთების მეშვეობით, 54 წლის საცალო კონსულტანტს სათვალეების ტარების პრობლემა მოეხსნა.

აღსანიშნავია, რომ წვეთების გამოყენება შესაძლებელია პრესბიოპიის სამკურნალოდ — ეს არის ახლო მანძილზე მხედველობის დაბინდვა. პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ თვალი მეტ ფოკუსირებას ახდენს მიღებულ შუქზე, რაც გარკვეულ ბუნდოვანებას გამორიცხავს. თუმცა, შესაძლოა, ეფექტურობა პაციენტიდან პაციენტამდე იცვლებოდეს.

Vuity არ ჩაანაცვლებს ტრადიციულ სათვალეებს

მიუხედავად იმისა, რომ ეს თვალის წვეთები რევოლუციურია, ის ვერ ჩაანაცვლებს ტრადიციულ საკითხავ სათვალეებს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, პრეპარატი საუკეთესოდ შეეფერება 40-დან 55 წლამდე ასაკის ადამიანებს. ასევე, AbbVie-მ ისეთი გვერდითი ეფექტები აღმოაჩინა, როგორიცაა თვალების სიწითლე და თავის ტკივილი სამთვიანი საცდელი პერიოდის განმავლობაში.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ 65 წელზე უფროსი ადამიანები ნაკლებ ეფექტურობას მიიღებენ. თანაც, შესაძლოა, მომხმარებლებს დროებითი ფოკუსის კორექტირების პერიოდი ჰქონდეთ.

Vuity-ის 30-დღიანი მარაგი გამოშვებისთანავე 80 დოლარი ეღირება, რაც საკმაოდ ძვირადღირებულ სიამოვნებასთან არის დაკავშირებული… შესაბამისად, საკითხავი სათვალე მაინც იაფ ალტერნატივას წარმოადგენს. თუმცა მომხმარებლებისთვის, რომლებიც სწრაფ გზას ეძებენ ბუნდოვანი მხედველობის გასაუმჯობესებლად, Vuity ძალიან სასარგებლოა. და ვინ იცის, იქნებ სამომავლოდ ეს უფრო ეფექტური მედიკამენტების წინაპირობად იქცეს.

„იუჯითიმ“, მონაცემთა ცენტრისა და ქლაუდ სერვისებისთვის, ISO სერტიფიკატი მიიღო

„ელვისი“ სტარტაპებს საჩუქრების დარიგებაში ეხმარება