in

ორმაგი ჰიალურონის მჟავაზე დამზადებული ერთადერთი ლუქსბრენდი მსოფლიოში, „რექსალაინი”, უკვე საქართველოშია

სილამაზის სფეროში ახალი ერა იწყება. ფრანგული კოსმეტიკური ლუქსბრენდი Rexaline უკვე საქართველოშია. ბრენდის წარდგენა საზოგადოებისთვის ცნობადი სახეებისთვის 27 ივნისს სასტუმრო „ბილტმორში“ მოხდა.

რექსალაინის ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო. სწორედ რექსალაინის ლაბორატორიაში, ფლორიდელ მკვლევრებთან ერთად, 5-წლიანი კვლევების შედეგად აღმოჩენილ იქნა ჰიალურონის მჟავის ახალი ტიპი, ე.წ. RX Refill extreme კომპლექსი, რომელიც ჩვეულებრივ ჰიალურონის მჟავაზე 15-ჯერ ღრმად აღწევს კანში და უზრუნველყოფს 50%-ით მეტ დატენიანებას, ვიდრე ნებისმიერი სხვა ჰიალურონის მჟავის კომპლექსი. ლაბორატორიამ უნიკალური შესაძლებლობების მქონე ჰიალურონის RX ფორმულა დააპატენტა, რითაც შექმნა ბრენდი „რექსალაინი“ და კანის დაბერების შეჩერებაზე ოცნება რეალობად აქცია.

დღეს რექსალაინის ინოვაციური პროდუქცია იწარმოება მხოლოდ საფრანგეთში და მუდმივად იტესტება ცნობილი დამოუკიდებელი ლაბორატორიების მკაცრი სტანდარტებით. რექსალაინის პროდუქცია სრულიად აკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს, არის ვეგანური, არაკომედოგენური და არ შეიცავს ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებს.

რექსალაინი დაჯილდოებულია ისეთი ცნობილი პრიალა გამოცემების მიერ, როგორებიცაა Allure, Cosmopolitan, Glamour, მიღებული აქვს არაერთი პრესტიჟული ჯილდო, The Beauty Awards. საერთაშორისო ბაზარზე ბრენდს შეხვდებით ცნობილ სავაჭრო ქსელებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოში კი ბრენდის სრული ასორტიმენტი წარმოდგენილია ფარმსახლის სააფთიაქო ქსელში, თბილისსა და რეგიონებში, ასევე, ონლაინსაიტზე http://www.rexaline.ge/.

„მე მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, რომ რექსალაინი საქართველოშია და წარმოდგენილია ფარმსახლის სააფთიაქო ქსელში. არაერთი კლინიკური კვლევის საფუძველზე, რექსალაინს აქვს პირველის წოდება ანტიასაკობრივ ინდუსტრიაში – ჰიალურონის მჟავის ექსპერტი. ინოვაციური პროდუქცია იწარმოება მხოლოდ საფრანგეთში და მუდმივად იტესტება ცნობილი დამოუკიდებელი ლაბორატორიების მკაცრი სტანდარტებით. სრულიად აკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს და არ შეიცავს ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებს. ეს არის ბრენდი, რომელსაც არაერთი ვარსკვლავი იყენებს, აქვს უამრავი ჯილდო და აღიარება. დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც ისევე შეიყვარებენ ბრენდს, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში“,კომენტარი გააკეთა ფარმსახლის დამფუძნებელმა, ლიკა ლობჟანიძემ.

𝐑𝐞𝐱𝐚𝐥𝐢𝐧𝐞-მა მსოფლიო აღიარება 𝐇𝐲𝐝𝐫𝐚-𝐒𝐡𝐨𝐜𝐤 (ჰიდრა შოკის) ხაზის განსაკუთრებული შედეგების წყალობით მოიპოვა. მისი ბესტსელერი პროდუქტი ჰიდრა შოკის ნიღაბია. ნიღბის დატანიდან ზუსტად 15 წუთში კანი იძენს ბუნებრივ ბზინვარებას, კომფორტის შეგრძნებასა და ლიფტინგის ეფექტს, რადგან აღწევს კანის ღრმა შრეებში და 138%-ით ატენიანებს მას. აქვს ბუნებრივი ბოტოქსის ეფექტი. ჰიდრა შოკის პროდუქცია წარმოდგენილია სახის მოვლის სრული რუტინით.

მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი მოთხოვნადი სახის მოვლის პროდუქცია რექსალაინის Line Killer-ის ხაზშია წარმოდგენილი. სახელწოდება პირდაპირ გვეუბნება, რომ ის ეფექტურად „კლავს ნაოჭებს“. კლინიკური კვლევებით  დადასტურებულია, რომ Line Killer-ის სახის კრემი 55%-ით ამცირებს ნაოჭების სიღრმეს. შედეგი მისი გამოყენებიდან 28 დღეში საგრძნობლად შესამჩნევია. Line Killer-ის შრატების გამოყენება შესაძლებელია 25 წლიდან.

𝐑𝐞𝐱𝐚𝐥𝐢𝐧𝐞 𝐂𝐫𝐲𝐬𝐭𝐚𝐥 𝐁𝐫𝐢𝐠𝐡𝐭-ის უნიკალური სახის მოვლის პროდუქცია კრისტალურად აბრწყინებს და ანათებს კანს, განკუთვნილია სპეციალურად ჩამქრალი და ლაქებისკენ მიდრეკილი კანისთვის, რაც ძალიან აქტუალურია ზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში.

რექსალაინის Derma Repair პროდუქცია შექმნილია სპეციალურად მგრძნობიარე კანისთვის, რომლის შემადგენლობაში შემავალი ჰიალურონის მჟავის ორმაგი RX კომპლექსი და 4D ბიოამინომჟავები მომენტალურად, სულ რაღაც 1 წუთში 90%-ით ამცირებს კანის გაღიზიანებას. Derma Repair-ის სახის მოვლის პროდუქცია ასევე გამოიყენება აკნეს შემდგომი  მკურნალობის დროსაც, როგორც აღმდგენი და დამამშვიდებელი საშუალება.

ფრანგული ლუქსბრენდი ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, აღმოაჩინოს კანის სტრუქტურის შესაბამისი პროდუქტები, შეადგინოს  ინდივიდუალური სახის მოვლის რუტინა და შეინარჩუნოს ბუნებრივი ახალგაზრდობა დიდხანს.

[R]

Heinz-მა საკუთარი „ოლიმპიური მედლები“ შექმნა

ინოვაციური სერვისები უძრავი ქონების გამარტივებული ძებნისთვის – SS.GE -ს Premium სერვისი დაემატა