in ,

ჯიპიაი ჰოლდინგი სააღდგომოდ ახალ კამპანიას იწყებს

BOG
BOG

ჯიპიაი ჰოლდინგი აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მომხმარებელს ავტოდაზღვევის სპეციალურ პაკეტს სთავაზობს.

ეს კამპანიის პირველი ვიდეო რგოლია. სცენარი და „პროდაქშენი“ სარეკლამო სააგენტო Windfor’s –ს ეკუთვნის.

თინათინ სტამბოლიშვილი (კომპანიის მარკეტინგული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი): სარეკლამო კონცეფცია მოგზაურობიდან, ახლობლების, ნათესავების მონახულებისა და მათი გახარების სურვილიდან გამომდინარეობს: „უსაფრთხო და საჩუქრებით დატვირთული მგზავრობა სააღდგომოდ!“. წითელქუდა უსაფრთხოდ მოგზაურობს მისტერ რექსის დახმარებით და საჩუქრებითაც გაახარებს ბებიას.

mr.rex-easter

 

კიდევ რა აქტივობებს გეგმავთ ამ კამპანიის ფარგლებში?

კამპანიის მასშტაბით გვაქვს გარე რეკლამა, მოკლე სატელევიზიო ვიდეოები, ბაშვებისთვის განკუთვნილი „სტიკერები“ და ქუჩის აქციები.

კამპანიის მიზანი რა არის?

აღდგომის დღესასწაულზე ბევრი მოგზაურობს მშობლიურ სოფელში ან ქალაქში ახლობლების, ნათესავების მოსანახულებლად. ამასთან, სააღდგომო სამზადისია. ჩვენც ეს ორი მომენტი ავიღეთ, როგორც ავტოდაზღვევის მოტივატორი: ავტოდაზღვევა, როგორც საუკეთესო საშუალება უსაფრთხო მოგზაურობის და მეორე, სააღდგომო სამზადისისა და საყიდლებისთვის მიმზიდველი საჩუქარი. 100, 200 ან 300 ლარიანი სასაჩუქრე ბარათს საკუთარი სურვილით ირჩევს მომხარებელი: საწვავი („გალფი“ და „ვისოლი“), სუპერმარკეტების ქსელი („კარფური“ ან „გუდვილი“) და ჯანმრთელობის დაზღვევა მთელი წლის განმავლობაში (ჯიპიაი-ს ვაუჩერი).

ეს მისტერ რექსის კიდევ ერთი ისტორიაა. თავდაპირველად მის ფიგურას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. გაამართლა მისტერ რექსმა?

მისტერ რექსის დანიშნულებაა ადამიანის დახმარება რთულ სიტუაციებში, მათთვის სიხარულის და დაცულობის შეგძნების მინიჭება. პერსონაჟი უკვე ძალიან მყარად ასოცირდება ბრენდთან და მკაფიოდ გამოხატავს კომპანიის მისწრაფებებსა და ღირებულებებს. სადაზღვევო სფეროში, სადაც მომხარებელთან კომუნიკაცია საკმაოდ რთულია, მისტერ რექსი დღეს, ალბათ, ყველაზე ნათლად ახდენს დაზღვევისა და სადაზღვევო პროდუქტების საჭიროების დემონსტრირებას.

დღესასწაულებზე ქართული კომპანიები სპეციალური შეთავაზებს ხშირად არ სთავაზობენ მომხამრებლებს. მარკეტერები კი თვლიან, რომ საუკეთესო პერიოდია პიარ და მარკეტინგული აქტივობებისთვის. ჯიპიაი ჰოლდინგი როგორ მიმართულებას ირჩევს ამ მხრივ?

ჩვენ გვინდა დღესასწაულები ჩვენს მომხმარებელთან ერთად გავიზიაროთ და დაზღვევასთან ერთად საჩუქარიც გავუკეთოთ. მიგვაჩნია, რომ ეს შეიძლება დამატებითი მოტივატორი და საკმაოდ მიმზიდველი შენაძენი იყოს, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში გამოიყენებ.

დაყავი ბრენდი და იბატონე მომხმარებლეზე – თეონა ბაღდავაძე

პარიზი ცხოველების ყუთებით გაივსო