28
Jun
2019

რეზი ყენიას ნამუშევარი რედ ბულის ფოტოგრაფიის აკადემიამ კვირის ფოტოდ დაასახელა

28 Jun 2019

რეზი ყენია იმ წარმატებულ ფოტოგრაფთა შორისაა, რომლებსაც ერგოთ პატივი რედ ბულის ფოტოგრაფთა აკადემიაში მოხვედრილიყვნენ. ქართველმა ფოტოგრაფმა სწორედ აქ მიიღო კონკრეტული დავალება, შეექმნა კონცეფტუალური ნამუშევარი. როგორც თავად გვითხრა, გადაღებები კოპენჰაგენში მიმდინარეობდა, ფოტოს ობიექტი კი ათლეტი უნდა ყოფილიყო. სრულიად მარტივი, თუმცა ძალიან ორიგინალური იდეით მან მოახერხა, შემფასებელთა ქება დაემსახურებინა. რედ ბულის ფოტოგრაფიის აკადემიამ ოფიციალურ ვებ გვერდზე ნამუშევარი კვირის ფოტოდ დაასახელა.

განხილვა