18
Oct
2019

რეზო გაბრიაძის მოთხრობებზე შექმნილი მულტფილმი „ოსკარის“ სიაში მოხვდა

18 Oct 2019

რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით შექმნილი მულტფილმი „ჰარი-ჰარალე, დედაო!“, „ოსკარის“ ნომინანტებს შორის, საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მულტფილმების კატეგორიის ე.წ. ლონგლისტში მოხვდა. ამ სიაში ახლა 32 სრულმეტრაჟიანი მულტფილმია, „შორთლისტი“ კი 2020 წლის 13 იანვარს გამოქვეყნდება.

მულტფილმი „ჰარი-ჰარალე, დედაო!“ 2018 წელს მწერლის, რეჟისორისა და მხატვრის რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით შეიქმნა. სურათის რეჟისორი ლევან გაბრიაძეა. ანიმაციურ ფილმს ინგლისურ ენაზე “REZO” ჰქვია და „ოსკარის“ ნომინანტთა სიაშიც სწორედ ამ სახელითაა.

განხილვა