in , ,

როგორც ბავშობაში ჩემი ჯიბეები ისევ გაივსო ჭანჭიკებით, ბოლტებით, ხის ნაჭრებით, ზამბარებით, რეზინითა და ათასი სისულელით, რაც ასე საჭიროა თოჯინების თეატრში… – რეზო გაბრიაძე

გაბრიაძეჩემი ბედნიერი შემთხვევა ის იყო, რომ ძველ თბილისში დაიწყეს სახლების რესტავრაცია, ანუ მზიდი ტიხრების გამოცვლა და კედლების ნამდვილი, ეროვნული, უგარანტიო და ვადაგასული საღებავებით შეღებვა.

ასეთი საღებავის ღირებულება ისაა, რომ იგი ადვილად და სწრაფად ხუნდება და შენობა ორი წლის შემდეგ დროის ნადებით იფარება.

ქალაქის მმართველთა ყველანაირი ძალისხმევა ებრძოლათ ჩვენი ქალაქის ე.წ. „ვენეციურობასთან“ მთავრდებოდა დიდი ლაქებით… ქალაქი თვალწინ ხუნდებოდა და ისევ ლამაზი, ახლობელი, საყვარელი და ფერიანი ხდებოდა.

მოვდიოდი ჟიგულით, თან ბენზომეტრს ვუყურებდი.

და აი ვხედავ მას… გვყავდა ქალაქის მთავარი არქიტექტორი, მაღალი, გამხდარი. ამ თანამდებობაზე 20 წელი მუშაობდა. იდგა, ხალხი ეხვია გარს და რაღაცას აღელვებული ლაპარაკობდა. როცა ხალხი წავიდ–წამოვიდა მეფურად მკითხა თუ რა მსურდა. არასოდეს მქონია სახელოსნო. უმუშევარი ვიყავი.

მან მკითხა: „და რას გააკეთებ?“. არ ვიყავი მზად ამ კითხვისათვის. ვუთხრა, რომ სახელოსნო მინდა არ შეიძლება. მე ხომ მხატვართა კავშირის წევრი არა ვარ. მაგრამ ამ დროს… ეტყობა თავში მიგდებული სარდაფი გვაქვს, და იმ სარდაფში, ძველ თაროებზე ინახება დამტვერილი სიტყვები. უცბად მე კარგა ხნის მივიწყებული გამახსენდა, უმნიშვნელო… ეს მოხდა დიდი ხნის წინ, ახალგაზრდობისას ზაფხულის ლენინგრადში. წვიმისაგან დასაცავად თავი რაღაცას შევაფარე. ეს ნეველის ქუჩაზე მდებარე ევგენი დემენის მარიონეტების თეატრის წინაფარი აღმოჩნდა. შევედი თეატრში და დარბაზშიც შევიხედე, სპექტაკლი თავდებოდა. კუ მარცხნივ მირბოდა, ადამიანის ფიგურა კი მარჯვნივ.

რეზო-გაბრიაძე

მან მკითხა: „რისი გაკეთება გსურს?“. საიდანღაც ჩემს მეხსიერებაში ამოტივტივდა კუ და ადამიანი. „თეატრის“ – ვთქვი მე. მისი ხშირი წარბები ზევითკენ აიწია. „მარიონეტების“ – წარბები ჩამოიწია, თვალები სიბნელეში. მე მანქანაში ჩავჯექი და გზას გავუყევი.

ერთი კვირის შემდეგ მირეკავენ. შემომთავაზეს სათავსო მარიონეტების თეატრისათვის.

ასე გაჩნდა თეატრი თბილისში. 15კვ მეტრის სცენა (შეადარეთ საკუთარ სამზარეულოს). დარბაზიც პატარა 45 ადგილიანი.

ხალხის ეს რაოდენობა ნამდვილ ქორწილშიც კი არაა. ამდენი მხოლოდ მესამე ქორწილის დროს გროვდება.

და აი, დროც მოვიდა. რა დავდგათ? გამახსენდა მარადიული „ქალი კამელიებით“ და ვერდის ოპერა „ტრავიატა.“

მოქმედება ჩვენი დროის თბილისში გადმოვიტანე.

დრამატურგია არა მხოლოდ რეპერტუარს გააჩნდა. თეატრის დარბაზს ემიჯნებოდა მეორე სათავსო, სადაც მდებარეობდა რესტორანი მთავრობის წევრებისა და უცხოელი სტუმრებისათვის. თეატრსა და რესტორანს შორის დატოვეს გასასვლელი. მე, რა თქმა უნდა, მივხვდი ამ კარის დანიშნულებას. არქიტექტორის აზრით მე ერთი სეზონის ადამიანი ვიყავი. ის თვლიდა, რომ დიდხანს ვერ გავძლებდი, რომ ეს ყველაფერი ჩაიშლებოდა და მაშინ ეს პატარა სცენა და პატარა დარბაზი შეუერთდებოდა რესტორანს, სადაც იმღერებდნენ ქართული ესტრადის მომღერლები.

„ალფრედი და ვიოლეტა“-ს პრემიერა მქუხარე აპლოდისმენტებით დასრულდა. თითოეული 40 ხელისგული ცალკ–ცალკე ისმოდა. თავის დაკვრის დროს ჩვენ და მაყურებელი ერთმანეთს ვეხებოდით. ეს გახლდათ წარმატება!

დაიწყო წარმატების წელიწადი. თბილისის სტუმრები, მაშინ ჯერ კიდევ იშვიათობა – ელჩები, მათი მეგობრები, ჩამოსული ცნობილი სტუმრები, უბრალოდ ხალხი. ბილეთები არ იშოვებოდა.

როგორც შემეძლო ისე ვმუშაობდი: ფერწერა, თოჯინური დრამატურგია (ჩემი აზრით ყველაზე რთულია) და თოჯინების თეატრის რეჟისურა.

როგორც ბავშობაში ჩემი ჯიბეები ისევ გაივსო ჭანჭიკებით, ბოლტებით, ხის ნაჭრებით, ზამბარებით, რეზინითა და ათასი სისულელით, რაც ასე საჭიროა თოჯინების თეატრში…

და მთავარიც მოხდა: ბოლოს და ბოლოს მივიღე სახელოსნო. ეს ბედნიერება იყო!

ყველას ეგონა, რომ იქნებოდა თეატრი, სადაც სტაფილო დაელაპარაკება ბაყაყს, ის კი ჭრიჭინზე ამხედრებული გაქუსლავს ტყეში. არაფერი ამდაგვარი არ მომხდარა.

მე გავხსენი თეატრი უფროსებისათვის. ტრავიატას შემდეგ გადავინაცვლეთ მე–19 საუკუნეში – „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“. პიესა მხურვალედ საყვარელ პარიზზეა.

შემდეგ უფრო ზრდასრული სპექტაკლები – მძიმე, ომისშემდგომ წლებზე, სასამართლოზე, დიდედაზე, პროკურორზე!

შემდეგ „სტალინგრადის ბრძოლა“. მერე შეყვარებული ორთქმავლები…

გაბრიაძე-კაფე-თეატრი

ასე გამოვიდა, რომ მხოლოდ უფროსებისთვის ვდგამ სპექტაკლებს.

თითქოს გამოვიგონე ჩემთვის პატარა თოჯინების თეატრი რათა თავი დავაღწიო პასუხისმგებლობას, არ ვიყო დამოკიდებული არტისტებზე, არ დავანაგვიანო ბუნება, ვიყოლიო რაც შეიძლება ცოტა მაყურებელი, რომ ნაკლებად შევცოდო მოუმწიფარი აზრებითა და მათი განხორციელების შეუძლებლობით.

მე საკუთარი თავისთვის მოვიფიქრე პატარა თეატრი. ვიმედოვნებდი იქ დამესვენა და მუშაობით საკუთარ სახელოსნოში მემუშავა.

ყველაფერი წარმატებამ გააფუჭა. მე, მრავალი წლის განმავლობაში მარიონეტების თეატრის მძევლად ვიქეცი.

თუმცა ჩემი ოცნება ახდა – დავუბრუნდი ფერწერასა და ქანდაკებას და უკვე სამუდამოდ. მადლიერი ვარ ბედის, თოჯინების და პატარა კოლექტივის, რომელიც დაფუსფუსებს ძველი შენობის კუთხეებში.

მარიონეტები თითებზე მიკიდია, მე კი ანტიპოდივით ჭერზე დავდივარ და ვხატავ.

– რეზო გაბრიაძე –

 

დღეში 10 წუთს შეუძლია თქვენი შვილის მთლიანი ცხოვრება შეცვალოს! ასწავლე!

კონკურსში “ჩემი ბორჯომი” “თავისუფალი უნივერსიტეტის” გუნდმა გაიმარჯვა !