6
Nov
2019

რეზო შელია ADC*E ფესტივალზე წარდგენილ ნამუშევრებს შეაფასებს

6 Nov 2019

წელს, ბარსელონაში მიმდინარე Art Directors Club of Europe Awards-ზე (ADC*E) Interactive & Mobile კატეგორიაში შექმნილ ნამუშევრებს „რედბერის“ კრეატივ დირექტორი, რეზო შელია განსჯის.

ჯერ შეფასების მხოლოდ პირველი ეტაპი დავასრულეთ. ხვალ უკვე offline რეჟიმში ვიკრიბებით და მთელი დღეს პროექტების ერთობლივ განხილვას დავუთმობთ. პასუხისმგებლობით მოხარული ვარ. ლაივ რეჟიმში შეფასება და ქეისების განხილვა (მით უმეტეს, სხვა კულტურის წარმომადგენელ პროფესიონალებთან) გამოცდილების გაზიარებისა და სწავლის საშუალებას გაძლევს. ვფიქრობ, ბევრი საინტერესო ინსაითი წამომყვება, ინდუსტრიაზე, ზოგადად და ფესტივალების შეფასების სისტემაზე, კონკრეტულად. მსგავსი გამოცდილება საშუალებას იძლევა, საერთაშორისო სცენაზე უკეთ წარმოვაჩინოთ საკუთარი ნაშრომები, სწორედ ამიტომ, ნაცნობი სახეები ჟიურის წევრებში ყოველთვის მახარებს, მათ შორის საკუთარიც, – რეზო შელია.

ფესტივალის შედეგები 9 ნოემბერს გახდება ცნობილი.

Art Directors Club Europe 1990 წლიდან ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანია, აღმოაჩინოს, წაახალისოს და დააჯილდოვოს, ევროპის მასშტაბით, საუკეთესო ნამუშევრები. 3 დღის განმავლობაში, ფესტივალი შემოქმედებითი სფეროს ცნობილ პროფესიონალებს აერთიანებს და ასევე, ახალგაზრდა ტალანტებს ავლენს.

განხილვა