in

რეზონანსული მიკროსამყაროები TEAMLAB-ისგან

იაპონელი არტისტების ინსტალაცია

2015 წელს მისი დებიუტის შემდეგ, საერთაშორისო ხელოვნების კოლექტივი teamLab წარმოგვიდგენს ახალ ინსტალაციას, სახელად Resonating Microcosms – Solidified Light Color. ეს არის ბნელ ოთახში განლაგებული ინსტალაცია, რომელიც მოიცავს უზარმაზარ სივრცეს, სადაც განთავსებულია კვერცხის ფორმის ფიგურები და ისინი გამოსცემენ ფერებსა და ხმას.

BOG
BOG

 

„კოვიდ-19-ის პერიოდში ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ, როგორც საზღვარგარეთ, ისე იაპონიაში. ჩვენ უბრალოდ არ გვინდოდა გაჩერება. მსგავსი ინსტალაცია ჯერ კიდევ ერთი წლის წინ შევქმენით იმ განსხვავებით, რომ იმ შოუსთვის ორი სივრცე გვქონდა, შიდა და გარე, თუმცა განზრახვა იგივე რჩება – საკუთარ თავსა და სამყაროს შორის საზღვრების გარღვევა”, – ამბობს ერთ-ერთი წევრი.

სივრცეში შესვლისას ირთვება მშვიდი, ატმოსფერული მუსიკა. ფიგურები კი სხვადასხვა ფრად ანათებს, სულ 61 ფერია გამოყენებული. ეს ფიგურები კვერცხუჯრედებს გამოხატავს თავისი ფორმით და გვიჩვენებს, რომ მათ შიგნით არის სამყარო. ყველა მათგანს აქვს სარკისებური საფარი, რაც მათ ნახევრად გამჭვირვალეს ხდის და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ შიგნით მოციმციმე ფერები ერთმანეთს არ ერევა, არამედ ცალ-ცალკე ქმნის ჰარმონიას.

ფიგურასთან მიახლოებისა და შეხების დროს ის იცვლის ფერს, თითქოს გრძნობს ჩვენს შეხებას და ეს კიდევ ერთი გამოხატულებაა იმისა, რომ ამ ნამუშევრით ხელოვნებისა და ადამიანის შერწყმა ხდება.

„როდესაც ჩაის სვამ, ჭიქებს არ ითვლი”, – აზერბაიჯანული ჩაის კულტურა

ქართული სააგენტოები გვირჩევენ, რა გავითვალისწინოთ სახელდების შერჩევისას?