„რეზტოს“ იდეა 2 მტკივნეული გამოცდილებით დაიწყო: მეგობრები საქართველოს ნაკრების თამაშზე წავედით, პაბში ერთი თვით ადრე გვქონდა მაგიდა დაჯავშნილი, ადგილზე მისულებს გვითხრეს, რომ თამაშის ყურებას ვერ შევძლებდით, რადგან ვიღაცას ფურცელზე მიწერილი ჩვენი ჯავშანი გადაუგდია… იმ საღამოს, სახლში მარტომ ვუყურე ისტორიულ მატჩს. მეორე მხრივ, ყველაზე მძიმე გამოცდილება ჩვენთვის რესტორანში საჭმლისთვის ლოდინია, რადგან როცა მშიერი ხარ, დრო უსასრულოდ იწელება.
ჩვენს გუნდში ყოველთვის გვინდოდა ამ ცუდი სარესტორნო გამოცდილების შეცვლა, ამიტომ დავისახეთ გიჟური იდეა, რომელსაც საკუთარი ფინანსებით ვახორციელებდით. პროცესში რამდენიმე რესტორანი და ჩვენთვის საყვარელი შეფ-მზარეული ჩაერთო და დაახლოებით, ერთწლიანი მუშაობის შედეგად, გავმართეთ სისტემა, დავალაგეთ სარესტორნო პროცესები და შევქმენით rezto.ge – ადგილი, სადაც ჯავშნების ქაოსი შეცვალა თანამდროვე სისტემამ და რაც ყველაზე მთავარია – დღეიდან საჭმლისთვის ლოდინი აღარ გიწევთ. მარტივად, rezto.ge-ზე ჯავშნი რესტორანს, უკვეთავ კერძს, რესტორნის მხარეს კი ისეთი სისტემა დავნერგეთ, რომ ადგილზე მისვლისას შეკვეთა #მზადდაგხვდება.

იმისათვის, რომ პროცესი მომხმარებლებისათვის კიდევ უფრო მოქნილი ყოფილიყო, შესაძლებელი გავხადეთ რესტორნებს პირდაპირ Facebook-იდან, Instagram-იდან, Google-დან და Google Maps-იდან მიეღოთ ჯავშნები.
რაც შეეხება პარტნიორ რესტორნებს, დავიწყეთ თბილისის ცენტრალური უბნების 50-მდე რესტორნით, რომლებსაც განსაკუთრებული გამოცდილების შექმნა სურდათ მომხმარებლებისთვის. მათ შორისაა შეფების საავტორო რესტორნები:
ლევან კობიაშვილის რესტორანი “ვოვიემი”
კონსტანტინე თედელურის რესტორანი “კონსანტინეს სახლი”
გიორგი ხვისტანი – რესტორანი „რამეკაი“
ამ წამოწყებაში დიდი ინტერესი გამოხატა გლობალურმა სასტუმრო ქსელმა – “Accor Group”, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 5,600-მდე სასტუმროსა და 10,000-ზე მეტ ბარ-რესტორანს ფლობს. მაისში მათთან პარტნიორობის ხელშეკრულება გავაფორმეთ და ჩვენს პლატფორმაზე ჩაერთო Mercury-ის და Ibis-ის რესტორნები, ხოლო 20 მაისს „რეზტოს“ სისტემის საშუალებით, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრების სატესტო ვახშამი გაიმართა.
ინოვაციური იდეა ძალიან მოეწონათ ქართულ ბრენდებსაც და თავის მხრივ, მხარი დაუჭირეს ჩვენს წამოწყებას. მათ შორის არიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა:
საქართველოს ბანკი – რომელიც „რეზტოს“ პროექტში თანამედროვე გადახდების კუთხით ჩაერთო, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს და უსაფრთხოს გახდის „რეზტოს“ გადახდების პროცესს. საქართველოს ბანკი რეზტოს ასევე ეხმარება საქართველოში ახალი გამოცდილების – #მზადდაგხვდება-ს დანერგვაში.
„ინექს გრუპი“ – რეზტოს სრულიად უსასყიდლოდ დაეხმარა სხვადასხვა ტექნიკური მხარის გამართვაში, სტუმრების გამოცდილების გასაუმჯობესებლად; აქციის პერიოდში კი რეზტოს პარტნიორ რესტორნებს პროფესიულ სატელეფონო სერვისს უფასოდ სთავაზობს.
ქართული ინოვაციური სტარტაპით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საერთაშორისო ბრენდიც დაინტერესდა. 20 ივნისს, ფინანსური ტექნოლოგიების გლობალურმა ლიდერმა Mastercard-მა ქართულ სტარტაპთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, „რეზტოს“ პლატფორმას საქართველოში შემოსული ტურისტებიც გამოიყენებენ, არ მოუწევთ რეზერვაციის ქაოსში გარევა და ისარგებლებენ #მზადდახვდება-ს ახალი გამოცდილებით, დამატებით, ფასდაკლებასაც კი მიიღებენ „რეზტოზე“ Mastercard ბარათით გადახდის შემთხვევაში. Mastercard-ი გეგმავს მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, 300 მილიონზე მეტ Mastercard-ის ბარათის მფლობელს, მსოფლიოს მასშტაბით, შესთავაზოს რეზტოს ახალი სარესტორნო გამოცდილება საქართველოში ვიზიტისას.
გასაოცარი რეაქცია მოჰყვა ჩვენი პირველი მომხმარებლების მხრიდან იმ ფაქტს, რომ რესტორანში მისვლისას, შეკვეთილი კერძი 2-3 წუთის შუალედში მიიღეს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი მომხმარებელი, იტალიაში “Junto” ინოვაციების ჰაბის დამფუძნებელი, ანდრეა პელეკი აღმოჩნდა, რომელიც იმდენად მოიხიბლა იდეით, რომ დაგვიკავშირდა და ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად, ქართულ ინოვაციურ პროდუქტს სექტემბრის ბოლოს იტალიის ბაზარზეც ვიხილავთ.
პლატფორმაზე ეტაპობრივად ემატება სხვადასხვა რესტორანი როგორც თბილისიდან, ასევე ქუთაისიდან და ბათუმიდანაც. პირველ თვეში, პლატფორმაზე უკვე 4000-მდე ჯავშანი განხორციელდა, რომელთა დაახლოებით 60% უცხოელი მომხმარებელი იყო.
დღეიდან, ქართველ მომხმარებელს საშუალება ექნება გამოცადოს სერვისი #მზადდაგხვდება და მარტივი ჯავშნები rezto.ge-ზე. პროექტი მუდმივად დახვეწის პროცესშია და ყველას აქვს საშუალება პლატფორმაზე თავისი წვლილი შეიტანოს ქართული პროდუქტის განვითარებაში, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე პირველები იტალიელი მომხმარებლები იხილავენ.
ჩვენი გუნდი ეტაპობრივად მუშაობს პარტნიორი რესტორნების დამატებაზე. თუ სურვილი გაქვთ, რომ იყოთ ერთ-ერთი პირველი რესტორანი #მზადდაგხვდება გამოცდილების დანერგვაში, დაგვიკავშირდით (0322) 888 222.
[R]













