9
Nov
2018

ქართველი მხატვრის გამოფენა ნიუ-იორკში – რია კაჭარავას „რიტუალური ნიღბები“

9 Nov 2018

7 ნოემბერს, ნიუ-იორკში ქართველი მხატვრის, რია კაჭარავას გამოფენა „ნათება“ გაიხსნა. ეს ახალგაზრდა არტისტის პირველი პერსონალური ექსპოზიციაა, რომელიც 14 ნამუშევარს აერთიანებს. სერიის თემა „რიტუალური ნიღბებია“.

mBank QR
mBank QR

რიტუალურ ნიღბებს მხატვარი რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდა, რამაც საბოლოოდ, ფერწერული ტილოების შექმნამდე მიიყვანა. ზეთის საღებავების გარდა, რია კანაფის ძაფს იყენებს, რომლითაც სხვადასხვა ბიბლიური ციტატაა ნახატებზე ამოქარგული. რამდენიმე ადგილას სიტყვა „ნათებაც“ იკითხება. ავტორი ამბობს, რომ ამ სიტყვას მისთვის საკრალური მნიშვნელობა აქვს, ხოლო ის ფრაზები, რაც ნახატებზე დაიტანა, გონებაში ბავშვობიდან ჩაებეჭდა და მისი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია.

რიას ნამუშევრების ნახვა-ნიუ იორკში, 15 ნოემბრამდე არის შესაძლებელი.
მისამართი: The Inlay/59 East 4th Street,  New-York, NY 10003

განხილვა