9
Sep
2019

Adidas, ცნობილ მოკრივესთან თანამშრომლობით, Nike–ის დამარცხებას აპირებს

9 Sep 2019

Adidas-სა და Nike-ს შორის, მსოფლიო პირველობისთვის, ბრძოლა გრძელდება. ამჯერად რაუნდი, როგორც თავად ამბობს, გერმანულმა ბრენდმა მოიგო. კომპანიის ახალი სახე სუპერმძიმე წონითი კატეგორიის, რეკორდსმენი მოკრივე რიკ ფლერი გახდა. მისი თქმით, „ნაიკის“ დაქვეითების დრო მოვიდა.

 

 

„მზად ხართ კარგი ამბისთვის? Adidas ფიქრობს, რომ მე ძლიერი, გავლენიანი კაცი ვარ. მათთან ხელშეკრულება გავაფორმე და ვაპირებთ, Nike მეორე ბრენდად ვაქციოთ“.

რიკ ფლერი, „ადიდასთან“ თანამშრომლობით, ისეთი სპორტსმენების სიას შეუერთდა, როგორებიც არიან: NBA–ს ვარსკვლავები ჯეიმს ჰარდენი და დემიენ ლილარდი, ასევე Ninja–ს სახელით ცნობილი იუთუბერი და პროფესიონალი გეიმერი.

განხილვა