in

რიკარდო ბოფილი, როგორც ფერის და ფორმის არქიტექტორი

რა ასოციაციები შეიძლება მოგივიდეთ ესპანეთის ხსენებისას? მე, მაგალითად, მაშინვე ფრანკოს რეჟიმი, ბარსელონას საოცრად ზუსტი დაგეგმარება და რიკარდო ბოფილი მახსენდება. დიახ, რიკარდო ბოფილი – პოსტმოდერნისტი ესპანელი არქიტექტორი, რომელმაც სამყაროს სულ სხვა ფერისა და ფორმის შენობები აჩუქა. მისი ნამუშევრები ერთდროულად რთულიცაა და მარტივიც და, რაც მთავარია, ისინი სრულიად განსხვავებულ, არაფრისმსგავს ამბებს გვიყვებიან.

BOG
BOG

მცირე ზომის ოაზისები დედამიწაზე – სწორედ ასე ვუწოდებდი ბოფილის შემოქმედებას, რომელშიც პალმისა და ზეთის ხილის ხეებს ხშირად შეხვდებით. მინიმალიზმის მოყვარული არქიტექტორისთვის ერთი ფერის რამდენიმე ტონალობა, გეომეტრიული ფიგურები და ეგზოტიკური აურაა დამახასიათებელი.

რიკარდო ბოფილი 1939 წლის 5 დეკემბერს ბარსელონაში დაიბადა. სავარაუდოა, რომ მისი პროფესიის არჩევა  მისივე მშობლების გავლენით იყო განპირობებული, რომლებიც ასევე არქიტექტურის განხრით მუშაობდნენ. მშობლებისგან მიღებული ინსპირაციით კი ბოფილმა ბარსელონას უნივერსიტეტის არქიტექტურის სკოლაში ჩააბარა, ფრანცისკო ფრანკოს რეჟიმთან დაპირისპირების გამო კი ჟენევაში გამგზავრება მოუხდა. მან სწორედ აქ გააგრძელა განათლების მიღება.

1963 წელს იგი სათავეში ჩაუდგა Taller de Arquitectura-ს (არქიტექტურის სახელოსნო), რომლის ფარგლებშიც 20 ქვეყნიდან შეკრიბა არქიტექტორები, ინჟინრები, ფილოსოფოსები, მწერლები, სოციოლოგები და სხვა შემოქმედებითი სფეროების წარმომადგენლები. უკვე 50 წელზე მეტია, რაც ამ კომპანიის სახელით იგი უამრავ პროექტს ახორციელებს. სწორედ ამ მრავალი სფეროს ერთ კომპანიაში გაერთიანება ამტკიცებს, რომ ბოფილის შემოქმედება მხოლოდ არქიტექტურა არაა, ეს მრავალი სფეროდან აღებული შთაგონების ერთიანობაა, რაც ისედაც კარგად ჩანს მის ნამუშევრებში.

50 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში 1000-ზე მეტი პროექტი 40 ქვეყნის გარშემო – სწორედ ამ მასშტაბისაა ბოფილის შემოქმედება დღესდღეობით. უამრავი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი არქიტექტორი დღესდღეობით პოსტმოდერნისტული არქიტექტურის სულისჩამდგმელად იწოდება. და მართლაც, მისი შემოქმედება სწორედ ამის დასტურია.

სწორედ იმიტომ, რომ უკეთ აღიქვათ რაზეა საუბარი, წარმოგიდგენთ ბოფილის საუკეთესო ნამუშევრებს..

რუბრიკა “გარემოს” წარმდგენია “მწვანე ქალაქი ლისზე”.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

ტენე – ქართული ეკომეგობრული კაბელი

როგორ ცვლით სტრატეგიას, თქვენი ბიზნესის განვითარებასთან ერთად?