in

რიკარდო ბოფილის პირველი პროექტი თბილისში — „მწვანე ქალაქი ლისზე“

არქიტექტურა ხელოვნების იმ მედიუმს განეკუთვნება, რომელიც ქალაქს საგამოფენო სივრცედ აქცევს — ბუნებრივად ხდება კულტურისა და საზოგადოების ნაწილი. ამიტომაცაა, რომ ნაგებობის ლანდშაფტს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქალაქის დაგეგმარებისას. ამჯერად „მწვანე ქალაქი ლისზე“ ცნობილ ესპანელ არქიტექტორთან, რიკარდო ბოფილთან თანამშრომლობდა — ეს მისი პირველი და უკანასკნელი პროექტია საქართველოში, რომლის დაპროექტებაზეც უშუალოდ თავად იმუშავა.

უახლეს ვიდეორგოლში ენრიკე მასკორტი, რიკარდო ბოფილის არქიტექტურის სახელოსნოს უფროსი არქიტექტორი, თბილისის პროექტზე საუბრობს. ღია სივრცეების კონცეფციაზე აგებული შენობა დაყოფილია სხვადასხვა მოცულობად, რათა ყველა აპარტამენტს სრულყოფილი ბუნებრივი განათება, ტერასა და სივრცე ჰქონდეს.

მე-20 საუკუნის ყველაზე შთამბეჭდავი შენობების შემქმნელის, რიკარდო ბოფილის ფავორიტი პროექტი მწვანე ქალაქში ლისზე 2024 წელს დასრულდება.

[R]

დღეს გიორგი ცინცაძე საქართველოს კალათბურთის ნაკრებთან ერთად ბოლო შეხვედრას გამართავს

„ხუთშაბათის შეხვედრები“ ქუთაისში — იმერეთი, როგორც მიზიდულობის ცენტრი