4
Jul
2018

ერთი პატარა რჩევა რიჩარდ ბრენსონისგან, საუკეთესო კარიერის შესაქმნელად!

4 Jul 2018

რიჩარდ ბრენსონი Virgin Group-ის დამფუძნებელია, რომლის შემადგენლობაშიც 400-ზე მეტი კომპანია შედის. მისი კაპიტალი 5 მლრდ დოლარს შეადგენს, ხოლო თავად, ბრიტანელ მილიარდერებს შორის, სიმდიდრით მე-7 ადგილს იკავებს. ამასთან, ის ცნობილია როგორც ლოიალური ბოსი და გამორჩეული ანტრეპრენუარი. თუმცა, ყოველთვის ასე არ ყოფილა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ბავშვობაში, ის დისლექსიით იტანჯებოდა. ერთხელ მან წერილიც კი მისწერა საკუთარ თავს წარსულში: “ვიცი, რომ სკოლაში ბრძოლა გიწევს და მინდა მოგცე რჩევა, როგორ გახდე საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, მაშინაც კი, როდესაც ეს რთულია და გრძნობ, რომ მთელი სამყარო შენ წინააღმდეგაა. არ იფიქრო, რომ განსხვავებულობა ცუდია ან რაღაც ვერ არის წიგზე. განსხვავებულობა არის შენი ყველაზე ძლიერი აქტივი, რაც წარმატების მიღწევაში დაგეხმარება.”

ტინეიჯერულ ასაკში, საკმარისი გამოცდილების არქონის გამო, თავის კომპანიას Virgin უწოდა. ახლა უკვე გამოცდილია.

ჩვენს მენტორებად და ინფლუენსერებად ჩამოყალიბებაში ვიღაც ყოველთვის მონაწილეობს, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს განვითარებაში. რიჩარდ ბრენსონისთვის ეს იყო დედამისი, ევა.
ევა ბრენსონიც ისეთივე ძლიერი ბუნების იყო, როგორიც პატარა რიკი. ერთხელ, საყიდლებიდან სახლისკენ მომავალმა, ბავშვი სოფლის გზაზე მარტო დატოვა, ინსტრუქციით, როგორ მიეგნო სახლისთვის დამოუკიდებლად.

 

მისი თქმით: ” სახლამდე სამი მილის სავალი იყო. მან დამსაჯა იმისთვის, რომ მანქანის უკანა სავარძელი დავაზიანე. თუმცა, ამავდროულად, ის მასწავლიდა, როგორ გადამელახა ის შეზღუდული შესაძლებლობით გამოწვეული სიმორცხვე და მეკითხა სხვებისთვის, რა გზას გავყოლოდი.”

დედების უმრავლესობა 5 წლის შვილს შუა გზაზე არასოდეს დატოვებდა, იმის მიუხედავად, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება ყოფილიყო გაკვეთილი. თუმცა, ევა უშიშარი და გმაბედავი მშობელი იყო და ამან გაამართლა.

არაა გასაკვირი, როდესაც ბრენსონს ჰკითხეს, რა რჩევას მისცემდა ახალგაზრდებს კარიერაში წარმატების მისაღწევად, დედამისის 1 ფრაზა გაიხსენა: “არასოდეს მოუხედო უკან სინანულით! იმოძრავე მომდევნო მიზნისკენ.”

ნამდვილად საუცხოო რჩევაა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ანტრეპრენუარისგან, რომელსაც არაფერი აქვს საერთო დაფინანსებასთან, სოციალურ ქსელებთან თუ საუკეთესო გუნდის ფორმირებასთან. აქ საუბარია აზროვნებაზე.

LegalVision-ის დირექტორი ლაჩლან მაკნაითი ამბობს: “დიდ იდეებს სჭირდება სიმამაცე და თავდაუზოგავი შრომა. ბევრი ჩვენი კლიენტი-ანტრეპრენუარი ავლენს სიმტკიცეს, რაც აუცილებელია ბიზნესის ზრდისთვის.”

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ ხართ თქვენი ბიზნესის სარკე. წარსულზე ჩაციკლვა მხოლოდ მარცხს მოგიტანთ.
თუმცა, სათქმელად ადვილია. მაგალითად, თუ პერფექციონისტი ხართ, მარტივად შეიძლება გაიხლართოთ დეტალებში, რომელთა შესრულებაც იდეალურად გინდათ ან მისტირით უკვე დაშვებულ შეცდომებს.

“ადამიანები უამრავ დროს კარგავენ წარუმატებლობაში იმის ნაცვლად, რომ სხვა პროექტში ჩადონ ეს ენერგია”, – ამბობს ბრენსონი.

ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ სინანული არამხოლოდ დროსა და ენერგიას იწოვს, არამედ ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც. კვლევის მიხედვით, სინანულს შეუძლია გამოიწვიოს ქრონიკული სტრესი, რაც ნეგატიურად აისახება ჰორმონალურ და იმუნურ ფუნქციაზე. სინანული ხელს გვიშლის, აღვიდგინოთ ძალები სტრესული სიტუაციების შემდეგ და კვლავ გვაბრუნებს დაძაბულ ემოციებში.

ბრენსონი არამხოლოდ აღწერს პრობლემას, არამედ გამოსავალსაც. როდესაც შეამჩნევთ, რომ უკან იყურებით შეცდომისკენ, რომელიც ჩაიდინეთ და ნანობთ, ნუ შეჩერდებით, შეარცხვინეთ საკუთარი თავი, რომ შეცდომა მოგივიდათ, შემდეგ იმაზე, რომ ნანობთ და მეტად აღარ გაიმეოროთ.

სასარგებლოა ფიზიკური გადაადგილებაც, რაც ტოქსიკური შაბლონების გარღვევას უწყობს ხელს. თუ მიდრეკილი ხართ წარსულზე მიჯაჭვულობისკენ, გაისეირნეთ, როდესაც ასეთი ფიქრები შემოგაწვებათ. შემდეგ კი დაფიქრდით, საით გინდათ წასვლა.

წყარო: inc.com



განხილვა