in

„იზრუნე ხალხზე, ბიზნესი კი საკუთარ თავზე იზრუნებს“ — რიჩარდ ბრენსონის მიდგომა

რიჩარდ ბრენსონმა, Virgin Group-ის დამფუძნებელმა ლიდერობის არატრადიციული სტილი შეიმუშავა, რომელსაც დროთა განმავლობაში ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა და დიდი წარმატებაც მოიპოვა. ბევრი ცალკეული პრინციპი კი ერთ ძირითად იდეაზე დგას: უნდა მივიღოთ ის, რისიც ყველაზე მეტად გვეშინია — საუბარია წარუმატებლობაზე, რაც წარმატებისა და ზრდის რეალური საწინდარია. ამავდროულად, ბრენსონს სჯერა, რომ ლიდერები თანამშრომლების ბაზისურ საჭიროებებზე უნდა ზრუნავდნენ, რათა ბიზნესი მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

სტატიაში კი რიჩარდის ლიდერობის პრინციპებსა და წარმატების მთავარ გასაღებებზე ვისაუბრებთ.

1. გადაიაზრეთ წარუმატებლობის აღქმა

როგორც თავად აღნიშნავს, Virgin Group-ში წარუმატებლობა წახალისებულია. ბრენსონს მიაჩნია, რომ რაიმე ახლის მცდელობა და ინოვაციური ზრდა კრახის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. თავადაც არაერთხელ განუცდია მარცხი, მაგრამ ეს არასდროს ყოფილა შემაკავებელი ფაქტორი.

„ჩვენ არასდროს ვყოფილვართ 100 პროცენტით დარწმუნებული, რომ Virgin-ში დაწყებული ნებისმიერი ბიზნესი წარმატებული იქნებოდა. მაგრამ 45 წლის განმავლობაში ყოველთვის ვიცავდით ჩვენს დევიზის: „გააფუჭეთ, მოდით გავაკეთოთ“. არ შეგრცხვეთ თქვენი წარუმატებლობის გამო, ისწავლეთ მათგან და დაიწყეთ თავიდან. შეცდომების დაშვება და ყველა წარმატებული მეწარმის დნმ-ის ნაწილია და არც მე ვარ გამონაკლისი“, — ამბობს ბრენსონი.

2. კომუნიკაცია პირით და ყურებით

ლიდერები ხშირად უშვებენ შეცდომას და ვარაუდობენ, რომ კომუნიკაცია ხალხისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება, მითითებების ან ბრძანებების გაცემაა. რეალურად კი თანამშრომელს სურს, უბრალოდ უსმენდნენ.

ბრენსონისთვის საუკეთესო ლიდერებს ინსტინქტურად ესმით, რომ კომუნიკაცია ორმხრივი გზაა: „იყო კარგი მსმენელი, აბსოლუტურად გადამწყვეტია კარგი ლიდერისთვის; თქვენ უნდა მოუსმინოთ ხალხს „ფრონტის ხაზზე“. ეს ძალიან აუცილებელი თვისებაა. მოსმენა საშუალებას გვაძლევს, ვისწავლოთ ერთმანეთისგან, ბაზრისგან და იმ შეცდომის შესახებ, რომელიც უნდა დავუშვათ, რათა საბოლოო ტრიუმს მივაღწიოთ“.

ბრენსონის თქმით, თუ რიგით თანამშრომლებს მოუსმენთ, უბრალო კომპანიიდან განსაკუთრებულ კომპანიამდე გაიზრდებით.

3. დააყენეთ თქვენი თანამშრომლები მომხმარებლებზე წინ

ერთხელ რიჩარდმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ თუ შენს ხალხზე იზრუნებ, შენი ხალხი იზრუნებს შენს მომხმარებლებზე — საბოლოოდ, ყველა ბედნიერია.

ბრენსონმა Virgin-ის კულტურაში ჩაუნერგა რწმენა, რომ კომპანიის წარმატება იწყება და მთავრდება თანამშრომლის აზროვნებით. თუ მენეჯერები სათანადოდ იზრუნებენ მათზე, ისინი გახდებიან უფრო ლოიალურები, უკეთაც იმუშავებენ, რაც იწვევს მომხმარებლის უკეთეს გამოცდილებას და, გზის ბოლოს, მეტ მოგებას.

„თუ ადამიანი, რომელიც მუშაობს თქვენს კომპანიაში, 100 პროცენტით ამაყობს თავისი საქმით, თუ მათ აძლევთ ინსტრუმენტებს კარგი საქმის გასაკეთებლად. თანამშრომლები ამაყობენ ბრენდით, თუ მასზე ზრუნავენ; თუ კარგად ექცევიან, იღიმიან კიდეც და მომხმარებელსაც სასიამოვნო გამოცდილებას უქმნიან.

სანაცვლოდ, თუ თქვენს კომპანიაში მომუშავე პირს ამ დადებითი ფაქტორებით არ მოამარაგებთ, ის არც იზრუნებს, არც დააფასებს და არც ღიმილით გააკეთებს საქმეს — საბოლოოდ, კლიენტსაც ცუდად მოექცევა. ასე რომ, ჩემი ფილოსოფია ყოველთვის ამის ირგვლივ ტრიალებს: დააყენეთ თანამშრომლები პირველ ადგილას“, — განმარტავს ბრენსონი.

რეალურად, ამგვარი ბიზნეს პრაქტიკა სულ უფრო ნორმად იქცევა პროგრესული და სწრაფად მზარდი კომპანიებისთვის. პრინციპი ემყარება წარმატების მარტივ ფორმულას: იზრუნე ხალხზე, ბიზნესი კი საკუთარ თავზე იზრუნებს.

წყარო: Inc.

Hennessy — ბრენდი, რომელიც 3 დროში არსებობს…

Dove-ის ვიდეორგოლი ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებაზე