in

როგორ შთააგონა „პიტერ პენმა“ ბიზნესმენი რიჩარდ ბრენსონი?

რიჩარდ ბრენსონი ბევრისათვის ცნობილი ბრიტანელი მეწარმეა, რომლის მფლობელობაშიც შედის კომპანია Virgin Galactic-იც. HBO-მ კი მასზე დოკუმენტური სერიალიც გადაიღო, სადაც რიჩარდი საუბრობს, ცხოვრების განმავლობაში ვისგან მიიღო ყველაზე დიდი შთაგონება — როგორც მწერლობაში, ისე ბიზნესში.

„თქვენს ცხოვრებას ფუჭად არ ჩაუვლია, თუ ბევრი ისწავლეთ და ბევრიც გაეცით. ხოლო თუ ბევრს სწავლობთ, მაგრამ ცხოვრებას სხვებს არ უზიარებთ, თქვენი ცხოვრება დაკარგულია“ — ამბობს ბრენსონი.

მაშ ასე, მისი შთაგონების წყაროები:

1. „პიტერ პენი“. ეს ზღაპარი ბავშვობაში აღმოვაჩინე და მეგონა, რომ ჯადოსნური ისტორია იყო. თანაც, ხელების ქნევა და ფრენა ჩემს ყველაზე ხშირ, უწყვეტ ოცნებად იქცა.

როგორც ჩანს, სწორედ ფრენის ეს იდეა გაჰყვა უკვე ზრდასრულ რიჩარდ ბრენსონსაც და ასე გადაკვეთა კოსმოსური ზღვარი Virgin Galactic-ის ხომალდმა

2. პატიება. ფიქრობ, მთავარი გაკვეთილი, რომელიც ნელსონ მანდელამ ასწავლა მსოფლიოს, იყო პატიების მნიშვნელობა. ჭეშმარიტებისა და შერიგების კომისია, რომელიც სამხრეთ აფრიკაში შეიქმნა, აბსოლუტურად მშვენიერი იყო.

3. შვილიშვილები. საუკეთესო საჩუქარი, რაც კი ოდესმე მიმიღია, შვილიშვილების მიერ სპეციალურად ჩემთვის გამართული შოუებია — თუნდაც, სადილის დროს.

4. „ბიკო“. სამხრეთ აფრიკაში ნელსონ მანდელასთან ერთად ვიყავი, როდესაც სტივ ბიკოს ძეგლი დადგეს — შავკანიანი აქტივისტის, რომელიც ციხის საკანში მოკლეს თეთრკანიანებმა. მანდელას გამოსვლის შემდეგ მიკროფონი პიტერ გაბრიელს მივეცი და მან სიმღერა „ბიკო“ შეასრულა. ქუჩები ხალხით იყო სავსე, ყველა ერთად მღეროდა…

5. მერცხლები და ამორძალები. ბავშვობაში მიყვარდა არტურ რენსომის რომანი მერცხლები და ამორძალები. ეს არის ამბავი ბავშვების ჯგუფზე, რომლებიც მოგზაურობენ ინგლისში. ახლა კი ამ ნაწარმოებს ჩემს შვილიშვილებს ვუკითხავ.

6. „ზვიგენი“. ძლიერ დოკუმენტურ ფილმებს ნამდვილად შეუძლია ადამიანების გამოფხიზლება. ჩემს შემთხვევაში ეს იყო ბრწყინვალე ფილმი, სახელწოდებით Sharkwater — ის რობ სტიურტმა ოკეანეში ზვიგენებისა და სხვა სახეობების ხოცვა-ჟლეტის წინააღმდეგ გადაიღო. მას შემდეგ დიდ დროს ვუთმობ მსგავს კამპანიებში მონაწილეობას და აქტიურ ჩართულობას.

7. ჭადრაკი. ხშირად ვთამაშობ ჭადრაკს… მიყვარს ჭადრაკის დაფები, რომლებსაც ჩვენი სახლის ყველა კუთხეში ნახავთ. უბრალო დაფები მომწონს და არა ბალინური ნაჭრები, სადაც არ ვიცი, რომელია დედოფალი და რომელი მეფე. ამ სიყვარულიდან გამომდინარე, შვილიშვილებთან თამაში მაშინ დავიწყე, როცა ისინი ძალიან პატარები იყვნენ და, ვფიქრობ, ეს დადებითად აისახება მათზე.

2022 წლის 10 ბესტსელერი უცხოური და ქართული წიგნი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან”

2022 წლის 10 ბესტსელერი უცხოური და ქართული წიგნი „ბიბლუსისგან“