ხშირად ვსაუბრობთ გარემოს დაცვისა და მოფრთხილების საკითხებზე, მაგრამ უმეტესწილად ვერც კი ვაცნობიერებთ, როგორ გამოიყურება რეალური შედეგები სხვადასხვა პერსპექტივით. ფოტოგრაფმა რიჩარდ მოსიმ კი ამაზონში მიმდინარე საშინელი პროცესები კადრებად აღბეჭდა — ფართო და ვიწრო ხედებით დანახული გადამწვარი ტყეები, ჩამქრალი სიცოცხლე…
ზოგადად, რიჩარდის მიზანია, ეკოლოგიურად დაზიანებული გარემოს წინააღმდეგობები, კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული პრობლემები დოკუმენტური სიმძაფრით აღბეჭდოს და ასე მიიტანოს საზოგადოებამდე მთავარი გზავნილი: დედამიწას ჩვენი ზრუნვა სჭირდება.