ყველასთვის ნაცნობია სიტუაცია – როცა კბილი აგვტკივდება და მივდივართ სტომატოლოგთან. ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ამ პრობლემას ვიგვარებთ და შემდეგ, მომდევნო კბილის ატკივებამდე არ ვაკითხავთ ექიმს.
„რიხტერის კლინიკის” გუნდი იმ სტომატოლოგებს განეკუთვნება, რომლებიც პაციენტს სრულ დიაგნოსტიკას უტარებენ და კონსულტაციას უწევენ, როგორ უნდა მოუარონ პირის ღრუს. კლინიკა ბელიაშვილის ქუჩაზე, 68ა ნომერში მდებარეობს და პაციენტებს ყოველდღე იღებს.
რატომ „რიხტერი”
საინტერესო ისტორია აქვს კლინიკის დასახელებას. ის შთაგონებულია ცნობილი მხატვრის, გერჰარდ რიხტერისგან, რომელიც ხელოვნებას ახასიათებდა, როგორც ზუსტ, ინოვაციურ და დეტალებზე ორიენტირებულ დარგს. ამ კლინიკის კონცეფციაც მსგავს მიდგომას იმეორებს და მომხმარებელს ხელოვნების დონეზე ემსახურება: ინოვაციური ტექნოლოგიით, ზუსტი დიაგნოსტიკითა და მკურნალობით, ყველა დეტალზე დაკვირვებით.
რიხტერის სერვისები
კლინიკაში ნებისმიერი სტომატოლოგიური მომსახურებისთვის შეგიძლიათ მისვლა. გარდა იმისა, რომ აქ მიიღებთ სტანდარტულ სერვისებს, როგორებიცაა: კბილის დაბჟენა, წმენდა, კბილის ამოღება და სხვა, კლინიკის წამყვანი მიმართულება იმპლანტაცია და ესთეტიკური ორთოპედიაა.
რიხტერის კლინიკის გუნდი სხვა ესთეტიკურ სერვისებსაც გთავაზობთ. ესენია: დერმატო-კოსმეტოლოგის კონსულტაცია, პლაზმური თერაპია, ბიორევიტალიზაცია და სხვა. დამატებით ინფორმაციას სერვისებს შესახებ შეგიძლიათ, შესაბამის ბმულზე გაეცნოთ.
რატომ ირჩევენ მომხმარებლები რიხტერს
კლინიკას ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც აღნიშნავენ იმას, რომ ის განსხვავებულ მიდგომას სთავაზობს მათ და სრულად არის ორიენტირებული პაციენტებზე. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კლინიკას არა მხოლოდ ქართველი, არამედ ბევრი უცხოელი პაციენტიც ჰყავს და ის მათაც უქმნის ყველანაირ კომფორტს იმისთვის, რომ რიხტერის კლინიკისგან მაქსიმალურად სრულყოფილი მომსახურება მიიღონ.
კლინიკის დამფუძნებლები ეყრდნობიან ფილოსოფიას – ბიზნესი, რომელსაც ადამიანებისთვის მოაქვს ბედნიერება. ისინი თვლიან, რომ სამედიცინო სფეროს სწორად მართვას ბიზნესის წესებით მუშაობა სჭირდება, ამიტომ ისინი ამ ორ სფეროს აერთიანებენ და იღებენ ნაზავს, რომელიც მომხმარებლისთვის ჯანმრთელობისა და ლოიალობის გარანტად იქცევა.
კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ირჩევს მომხმარებელი რიხტერის კლინიკას, არის გულისხმიერი დამოკიდებულება პაციენტისადმი. მისი და კლინიკის ურთიერთობა აქ არ სრულდება კონკრეტული სერვისის გაწევით, არამედ პერიოდულად, კლინიკის წარმომადგენელი უკავშირდება ბაზაში არსებულ პაციენტებს და კითხულობს მათ მდგომარეობას.
პაციენტზე მორგებულია კლინიკის სამუშაო გრაფიკიც. ის დილის 10:00-დან 21:00 საათამდეა ღია, რათა ყველა კატეგორიას მოერგოს და იმ ადამიანებს, ვინც სამსახურის გამო ვერ მიდიან ექიმთან, საღამოს საათებში შეეძლოთ კლინიკაში ვიზიტი.
ნაკლები ქაღალდი და მეტი ციფრული ხელმისაწვდომობა
როგორც რიხტერის კლინიკაში აღნიშნავენ, თანამედროვე და კომპლექსური მიდგომა მხოლოდ ძირითადი სერვისის გაწევაში კი არ უნდა გამოიხატებოდეს, არამედ ყველა დეტალში. ამის საპირწონედ, კლინიკაში ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ციფრული ხელმისაწვდომობა იყოს პაციენტისთვის და შემცირდეს ქაღალდზე დაბეჭდილი დოკუმენტების იქით-აქეთ ტარება.
საორგანიზაციო საკითხების გაციფრულების გარდა, რა თქმა უნდა, უახლესი ტექნოლოგიები გამოიყენება უშუალოდ სერვისის მიწოდების დროსაც. მაგალითად, კომპიუტერული ტომოგრამა, ორალური სკანერი და სხვა.
იმისთვის, რომ წინასწარ გაეცნოთ, რა დაგხვდებათ კლინიკაში, რიხტერის ვებგვერდზე 3D ტურის ფუნქციაცაა ჩაშენებული, რომელიც ვირტუალურად გამოგზაურებთ და გაჩვენებთ, როგორი გარემო და აღჭურვილობა დაგხვდებათ ადგილზე.
პროფესიონალთა გუნდი თქვენი ჯანმრთელობისთვის
რიხტერის კლინიკის გუნდი მაღალკვალიფიციური პერსონალისგან შედგება, რომლებიც მუდმივ განვითარებაზე ზრუნავენ. კლინიკის ხელმძღვანელობა ხშირად აორგანიზებს მათთვის ტრენინგებს და კვალიფიკაციის ასამაღლებელ აქტივობებს, რათა გუნდის ყველა წევრი თანაბრად მისდევდეს თანამედროვე ტენდენციებს და მუდამ ცოდნას იღრმავებდეს.
შესაბამისად, საერთო ღირებულებებითა და მიდგომით, რიხტერის კლინიკა ერთ-ერთი გამორჩეულია სტომატოლოგიისა და ესთეტიკის სფეროში.
[R]