in ,

როგორ გაგრძელდა Rick And Morty-სა და ქართველი ილუსტრატორების თანამშრომლობა

ცოტა ხნის წინ, ქართველმა ილუსტრატორებმა ანიმაციური სერიალის Rick And Morty ახალი სეზონის ანონსისთვის 6 პოსტერი შექმნეს. ამის შესახებ დეტალურად უკვე გიამბეთ, ახლა კი მისი გაგრძელების შესახებ გამცნობთ. Rick And Morty-ისთვის შექმნილმა ილუსტრაციებმა დიდი მოწონება დაიმსახურა თავად ანიმაციური სერიალის გუნდში და თანამშრომლობა Warner Bros. Discovery-ის ქსელის კომპანია Adult Swim EMEA-სთან გაგრძელდა. ამჯერად, სერიალის ორი ეპიზოდისთვის შეიქმნა ილუსტრაციები. მათზე Animatory-ის ილუსტრატორებმა, ზიზი ნიშნიანიძემ, რიფსიმე ვოსკანიანმა და მაშიკო მინდიაშვილმა იმუშავეს. ერთი პოსტერი უკვე გამოქვეყნა, მეორე კი დღის შუქს 30 ოქტომბერს იხილავს.

ნინიკო ბოჯგუა, პროდიუსერი: „წინა პროექტი რომ დავასრულეთ, მოგვწერეს, ძალიან კარგი თანამშრომლობა იყო და სურვილი გვაქვს, კიდევ ორი ახალი პოსტერი გავაკეთოთო. ამჯერად, სერიების კომუნიკაციისთვის. როგორც იცით, თითოეულ სერიას ფილმის სახელი ჰქვია (ადაპტირებული სახელი), ჰოდა, ორი სერიისთვის ფილმის პაროდიის პოსტერები გავაკეტეთ.

ამჯერად, სტუდია ანიმატორის სამმა ილუსტრატორმა იმუშავა პოსტერებზე. როგორც იცით სტუდია Animatory-სთან „სხვა ლეველის ოდისეაზე“ ვმუშაობთ, შესაბამისად, მათი ხარისხსა და ნიჭში დარწმუნებული ვარ, ამიტომ შიდა კონკურსი გამოვაცხადეთ და მონახაზები გავუშვით Adult Swim EMEA-სთან. კომპანიამ სხვადასხვა სკეტჩის კომპონენტები შეარჩია და შესაბამისად, გუნდიც ამ ავტორებისგან შეიკრა.“

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

საძინებელ ოთახში დამალული მონსტრები IKEA-ს კამპანიის კონცეფციად იქცა

დედამიწის ბირთვიდან რაღაც ჟონავს — კვლევა