in

რიკი და მორტი God of War-ის თამაშის ცხრა სამეფოში მოგზაურობენ

მოგზაურობამდე რიკი თმასაც კი იპარსავს!

რიკი და მორტი აქტუალობას არ კარგავენ, ისინი თბილისის ქუჩებშიც კი ვნახეთ, რომ აღარაფერი ვთქვათ Adidas-ის სარეკლამო კამპანიაზე, სადაც მორტის ჯადოსნური ბოტასები აცვია… ახლა კი ვიდეო თამაშის God of War Ragnarök-ის გამოშვებამდე, რაც ნოემბრისთვის იგეგმება, Sony-მ მულტფილმის გმირები PlayStation-ის პოპულარიზაციისთვის მოიწვია. 

BOG

რეკლამაში ვხედავთ, რომ რიკი პორტალში შესასვლელად ემზადება და ამისთვის თავის გადაპარსვასაც აპირებს. თუმცა იგი მარტო არ იქნება და მორტის ცხრა სამეფოში წარუძღვება. როგორც კი სხვა სამყაროში აღმოჩნდებიან, გიჟი მეცნიერი ნაჯახს იპოვის, მორტი კი სთხოვს, გამოიყენოს იგი და მოძალადე ფრინველებისგან დაიცვას… თუმცა სანამ რეკლამას უყურებთ, თქვენი აზრით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რიკი?

მეცნიერებმა 5700 წლის წინ მცხოვრები ქალის სახე აღადგინეს

სანამ ზარი დარეკავს — მოასწარი ყველაფერი Veli.store-თან ერთად