10
Jun
2019

რიკი და მორტი თბილისში – ანი მალაზონიას ნამუშევარი

10 Jun 2019

სანამ ნოემბერში, ანიმაციური სერიალის „რიკი და მორტი“ მე-4 სეზონი გამოვა, ეს ნიშნავს, რომ ერთ ჩვეულებრივ ბიჭ მორტისა და მის ლოთ ბაბუა რიკის, ამასთანავე, გენიალურ გამომგონებელს, საკმარისი დრო აქვთ სიახლეების აღმოსაჩენად. ციფრულმა არტისტმა, ანი მალაზონიამ გადაწყვიტა, რიკისა და მორტის ერთდღიანი მოგზაურობა თბილისში ვიზუალურად, თავისივე აღწერებით მოეთხრო.

3-4 წლის წინ geolab-ში გრაფიკული დიზაინის კურსი დავამთავრე, თუმცა დროთა განმავლობაში, ამ სფეროს ცოტათი მოვცილდი. ბოლო დროს, სურვილი გამიჩნდა, რომ რაც ვისწავლე, გამეხსენებინა. ამ პროცესში ერთ ნამუშევარს მეორე დაემატა და საბოლოოდ, პროექტის სახე მიეცა. ზაფხულში ჩვენთან ბევრი ტურისტი ჩამოდის და მათ რიცხვს რიკი და მორტიც სიამოვნებით შეემატნენ, – ანი მალაზონია

რიკი და მორტი თბილისის არქიტექტურითა და ძველი სახლების ფერებით თავიდანვე მოიხიბლნენ.

ზუსტად არ იცოდნენ, საით უნდა წასულიყვნენ და რუსთაველის ქუჩებში დაეხეტებოდნენ იქამდე, 

სანამ დედაენის ბაღში არ ამოყვეს თავი.

ადგილობრივების რჩევით, გადაწყვიტეს, რომ თავგადასავალი საბაგიროდან ქალაქის ხედის ნახვით უნდა დაეწყოთ.

მათთვის ფრიად უცნაური აღმოჩნდა ტკბილეული ჩურჩხელა – ყურძნის ნატურალურ წვენში ამოვლებული თხილი თუ ნიგოზი. 

დანიშნულების შემდეგი ადგილი თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი, აბანოთუბანი აღმოჩნდა.

სადაც გოგირდის ცხელი აბანოებით ისიამოვნეს. 

რის შემდეგაც, მოშივდათ და ახლომდებარე რესტორანში ქართული ტრადიციული კერძები: ხინკალი, ხაჭაპური, მწვადი… ასევე, ქართული ღვინო დააგემოვნეს. 

ქალაქის ძველი ნაწილის დათვალიერების, ტრადიციული სამზარეულოს გაცნობის შემდეგ, გართობის დროც დადგა და გეზი „ფაბრიკისკენ“ აიღეს – ახალგაზრდების შეკრების პოპულარულ ადგილისკენ, სასაუბროდ, დასალევად… 

ბოლოს კი, მოგზაურობა „ბასიანზე“, დედაქალაქის ყველაზე პოპულარულ ღამისკლუბში დაასრულეს. 

განხილვა